LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნაჯა ორაშვილი: ამ წუთებში ლუქავენ BASSIANI-ს და თუ არ ვცდები თბილისში არსებულ თითქმის ყველა საკლუბო სივრცეს. მიზანი ცხადზე ცხადია – ჩვენი განადგურება!

199
ნაჯა ორაშვილი

„ამ წუთებში ლუქავენ BASSIANI-ს და თუ არ ვცდები თბილისში არსებულ თითქმის ყველა საკლუბო სივრცეს. მიზანი ცხადზე ცხადია – ჩვენი განადგურება!“ – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ღამის კლუბ „ბასიანის“ დამფუძნებელი, ნაჯა ორაშვილი წერს. გარდა ამისა, ასევე „ფეისბუქში“კლუბ „ხიდის“ წარმომადგენელმა სოფო ებრალიძემ დაწერა, რომ კლუბების დალუქვა დაიწყეს.

რა არის ეს, თუ არა მიზანმიმართული განადგურება და უბრალოდ ჩვენი გაქრობის მცდელობა – დღეს ჩატარდება „ივენთები!!!“ – კლუბ „მტკვარზე“-ს დამფუძნებელი

შეგახსენებთ, რომ 2 დღის წინ, უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ განაცხადა, რომ ამ ეტაპზე ღამის კლუბების  გახსნასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიღებული არ არის. მიუხედავად ამ გადაწყვეტილებისა, გასულ უქმეებზე, რამდენიმე კლუბში ღონისძიებები მაინც გაიმართა, „ივენთები“ დაგეგმილი იყო დღესაც.

ღიბრაძე: კლუბების გახსნასთან დაკავშირებით დღეს გადაწყვეტილება არ მიგვიღია, შრომის ინსპექცია შესაბამის რეაგირებას ახდენს

„რაც შეეხება შრომის ინსპექციას და ჩატარებულ ღონისძიებებს, ცხადია, ჩატარებული ღონისძიებების შესახებ ვიცით და არასწორი ინფორმაციაა, რომ შრომის ინსპექციას რეაგირება არ მოუხდენია“,- განაცხადა ღიბრაძემ.

გუშინ კი, კლუბმა „ბასიანი“ განცხადება გაავრცელა და განაცხადა, რომ მიუხედავად სახელმწიფოს მხრიდან არაერთი დაპირებისა და შეთანხმებისა, 22 თვიანი ლოდინის შემდეგ, საკოორდინაციო საბჭომ კლუბების გახსნის გადაწყვეტილება არ მიიღო. კლუბის ხელმძღვანელობის განცხადებით, ამ უსამართლო და უთანასწორო ნაბიჯმა, განადგურების საფრთხის წინაშე დააყენა მთელი სცენა და მასთან ერთად, ამ სფეროში დასაქმებული 8000-მდე ადამიანის მომავალი.

„ვწუხვართ, რომ გვჯეროდა და კიდევ ერთხელ აღმოვჩნდით მწარედ მოტყუებულები – ჩვენ არ ვნებდებით და ვაპირებთ ბრძოლას“ – ღამის კლუბი „ბასიანი“ საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებას ეხმაურება

მანამდე კი, აღნიშნულ თემაზე განცხადება შრომის ინსპექციამაც გაავრცელა და განაცხადა, რომ საკოორდინაციო საბჭოს ღამის კლუბების გახსნაზე გადაწყვეტილება არ მიუღია, შესაბამისად, ღონისძიებების გამართვა ნებადართული არ არის.

გამყრელიძის თქმით, ეპიდსიტუაცია არ იძლევა საშუალებას, რომ ღამის კლუბები გაიხსნას

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები