LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ვწუხვართ, რომ გვჯეროდა და კიდევ ერთხელ აღმოვჩნდით მწარედ მოტყუებულები – ჩვენ არ ვნებდებით და ვაპირებთ ბრძოლას“ – ღამის კლუბი „ბასიანი“ საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებას ეხმაურება

168
კლუბი - ბასიანი

ღამის კლუბი „ბასიანი“ საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებას – კლუბების მუშაობის ნებართვასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს, რომ მიუხედავად სახელმწიფოს მხრიდან არაერთი დაპირებისა და შეთანხმებისა, 22 თვიანი ლოდინის შემდეგ საკოორდინაციო საბჭომ კლუბების გახსნის გადაწყვეტილება არ მიიღო. კლუბის ხელმძღვანელობის განცხადებით, ამ უსამართლო და უთანასწორო ნაბიჯმა, განადგურების საფრთხის წინაშე დააყენა მთელი სცენა და მასთან ერთად, ამ სფეროში დასაქმებული 8000-მდე ადამიანის მომავალი.

„2 წლის წინ, COVID 19 გავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველოს საკლუბო სცენამ, რომელიც გამორჩეულია მისი უნიკალურობით და დიდი წვლილი მიუძღვის ქვეყნის კულტურულ, სოციალურ და ეკონომიკურ განვითარებაში, საკუთარი ინიციატივით მიიღო დროებით დახურვის გადაწყვეტილება, რადგან გააზრებული გვქონდა ეპიდემიოლოგიური სიტუაციის სიმწვავე და საზოგადოებრივ ჯანმრთელობაზე ზრუნვის მნიშვნელობა.

ამ პერიოდის განმავლობაში შევიმუშავეთ ცოდნაზე, გამოცდილებასა და კვლევაზე დაფუძნებული უსაფრთხო ღონისძიებების იდეა და სახელმძღვანელო დოკუმენტი, რომელიც მიზნად ისახავდა ღია და დახურულ სივრცეებში ხალხმრავალი ღონისძიების დროს ვირუსის გავრცელების რისკების მინიმუმამდე დაყვანას. სწორედ ამიტომ, კლუბების გახსნის მოთხოვნა არ დაგვიყენებია მანამ, სანამ თავად არ დავრწმუნდით, რომ შევძლებდით ჩვენს სივრცეებში შესაბამისი პირობების უზრუნველყოფას.

მიუხედავად სახელმწიფოს მხრიდან არაერთი დაპირებისა და შეთანხმებისა, დღეს, 22 დეკემბერს, 22 თვიანი ლოდინის შემდეგ, საკოორდინაციო საბჭომ კლუბების გახსნის გადაწყვეტილება არ მიიღო. ამ უსამართლო და უთანასწორო ნაბიჯმა, განადგურების საფრთხის წინაშე დააყენა მთელი სცენა და მასთან ერთად, ამ სფეროში დასაქმებული 8000-მდე ადამიანის მომავალი.

რა არის ეს, თუ არა მიზანმიმართული განადგურება და უბრალოდ ჩვენი გაქრობის მცდელობა – დღეს ჩატარდება „ივენთები!!!“ – კლუბ „მტკვარზე“-ს დამფუძნებელი

ვწუხვართ, რომ გვჯეროდა და კიდევ ერთხელ აღმოვჩნდით მწარედ მოტყუებულები. სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ მშვიდად ვუყუროთ ერთი მხრივ ხალხზე ზრუნვის მოტივით, როგორ ანადგურებს ხელისუფლება ჩვენს სფეროს, რომლის წარმატებამ და გლობალური მასშტაბით აღიარებამ ქვეყანას უპრეცედენტო საერთაშორისო მნიშვნელობა შესძინა, მეორე მხრივ კი თავად აორგანიზებს კონცერტებსა და ხალხმრავალ შეკრებებს.

სახელმწიფოს არამხოლოდ არ აღმოაჩნდა ნება და სურვილი მხარი დაეჭირა და ხელი შეეწყო კრიზისის პირისპირ დარჩენილ სფეროსთვის, არამედ მუქარის ენით გველაპარაკება.
მიუხედავად დაშინებისა, რომ ჩვენს წინააღმდეგ გამოყენებული იქნება ფინანსური სანქციები და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა, თბილისის ელექტრონული მუსიკისა და საკლუბო სცენის უკლებლივ ყველა წარმომადგენელმა მივიღეთ ერთიანი გადაწყვეტილება: თბილისის კლუბები გააგრძელებენ მუშაობას იმ დადგენილი პროტოკოლის მიხედვით, რომელიც შეთანხმებულია შესაბამის უწყებებთან, რომლის მოსამზადებლად ბევრი ვიშრომეთ და ისედაც უმძიმეს მდგომარეობაში მყოფებს დამატებით უზარმაზარი ფინანსური ხარჯების გაღება მოგვიწია.

ჩვენ არ ვნებდებით და ვაპირებთ ბრძოლას,“- ნათქვამია კლუბ „ბასიანის“ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის გიორგი ღიბრაძემ განაცხადა, რომ ამ ეტაპზე ღამის კლუბების გახსნასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიღებული არ არის.

მანამდე კი, აღნიშნულ თემაზე განცხადება შრომის ინსპექციამაც გაავრცელა და განაცხადა, რომ საკოორდინაციო საბჭოს ღამის კლუბების გახსნაზე გადაწყვეტილება არ მიუღია, შესაბამისად, ღონისძიებების გამართვა ნებადართული არ არის.

გამყრელიძის თქმით, ეპიდსიტუაცია არ იძლევა საშუალებას, რომ ღამის კლუბები გაიხსნას

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები