LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

BASSIANI მსოფლიო საუკეთესო კლუბების ჩამონათვალში – „ქალაქის კლუბური სცენის გამძლეობისა და სულისკვეთების დასტური“

285
ბასიანი

„ბასიანი თბილისში, საქართველოში, ქალაქის კლუბური სცენის გამძლეობისა და სულისკვეთების დასტურია“, – ასე აღწერს nightlifepartyguide.com  ქართულ ღამის კულტურასა და საკლუბო ინდუსტრიას სტატიაში, რომელიც ღამის ცხოვრების მოყვარულებს 2023 წლის 16 საუკეთესო ღამის კლუბის სიას სთავაზობს.

Nightlife-ის ჩამონათვალში, სადაც მსოფლიოში საუკეთესო 16 ღამის კლუბია წარმოდგენილი, BASSIANI საპატიო ადგილს იკავებს.

„როდესაც მზე ჩადის, სამყარო ცოცხლდება ცოცხალი, პულსირებული ღამის ცხოვრების სახით. საკლუბო სცენა მთელს მსოფლიოში განიცდიდა მნიშვნელოვან ევოლუციას წლების განმავლობაში, რადგან ეძებენ უნიკალურ გამოცდილებას, რომელიც აერთიანებს მუსიკას, ხელოვნებას, ტექნოლოგიას და კულტურას. ჩვენ შევადგინეთ 2023 წლის მსოფლიოს საუკეთესო ღამის კლუბების სია“, – წერს nightlifepartyguide და „ბასიანის“ შესახებ აღწერაში მიუთითებს:

„უმეტესობისთვის ეს ბევრად მეტია ვიდრე კლუბი: ეს არის ახალი ეპოქის სიმბოლო თბილისში“ – მუსიკალურმა ონლაინ გამოცემა Resident Advisor-მა „ბასიანი“ კვირის კლუბად დაასახელა

„დინამო არენას საფეხბურთო სტადიონის სარდაფში მდებარე „ბასიანი“ თბილისის საკლუბო სცენის წამყვანი შუქია, რომელიც ბევრის თქმით, ამჟამად მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა.“

„ბასიანი“, თბილისში, საქართველოში, ქალაქის კლუბური სცენის გამძლეობისა და სულისკვეთების დასტურია. ფეხბურთის სტადიონის ქვეშ არსებულ უმოქმედო საცურაო აუზში მდებარე „ბასიანს“ უხეში ინდუსტრიული ესთეტიკა აქვს, რომელიც მას სხვებისგან გამოარჩევს.

ის ცნობილია თავისი ტექნო სცენით, რომელმაც გადამწყვეტი როლი ითამაშა საქართველოს ახალგაზრდული და LGBTQ+ მოძრაობების წინსვლაში“. – ნათქვამია სტატიაში.

ამ ჩამონათვალს შორის, რეიტინგში პირველ ადგილზე გერმანიაში, ქალაქ ბერლინში მდებარე კლუბი Berghain-ია, რომელიც ღამის ინდუსტრიისა და კლუბური ცხოვრების განვითარების ფუძემდებლად მიიჩნევა და ცხადია, ლიდერობას წლებია არ თმობს.

nightlife-ის სიის სათავეში არიან ისეთი კლუბებიც, როგორებიცაა: ლონდონში მდებარე კლუბი Fabric; ხორვატია – Papaya; Space – შტატები, მაიამი; Zouk – სინგაპური და ა.შ. საუკეთესო კლუბებს შორის დასახელებულია ასევე, იბიცაზე მდებარე 4 კლუბიც.

 

 

პოპულალურები