LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

UNESCO-მ ბერლინის ტექნო სცენა არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სიაში შეიტანა

170
ბერლინი - ტექნო კულტურა იუნესკოს სიაში

„დოიჩე ველეს“ ცნობით, ბერლინის ელექტრონული მუსიკის – ტექნო სცენა UNESCO-ს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სიაში შეიტანეს.

როგორც გამოცემა წერს, კედლის დაცემის შემდეგ, ბერლინი მსოფლიოში ცნობილი გახდა თავისი ძლიერი კლუბური კულტურით, რომელიც „Berghain“-ის სახელით [მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული, ცნობილი ღამის კლუბი ბერლინში] მოხვდა.

ბერლინის კულტურის პრომოუტერების ქსელის, კლუბების აღმასრულებელი საბჭოს წევრი, ლუც ლაიხსენრინგი ამბობს, რომ იუნესკოს გადაწყვეტილება კლუბურ კულტურას აღიარებს, როგორც ღირებულ სექტორს, რომელსაც დაცვა და მხარდაჭერა სჭირდება.

BASSIANI მსოფლიო საუკეთესო კლუბების ჩამონათვალში – „ქალაქის კლუბური სცენის გამძლეობისა და სულისკვეთების დასტური“

DW ასევე წერს, რომ იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სია აერთიანებს მუსიკას, სპექტაკლებს, უძველესი ხელნაკეთობებსა და სხვადასხვა წეს-ჩვეულებებს, როგორც გლობალური კულტურულ საგანძურს, რომელიც დაცული უნდა იყოს.

აღსანიშნავი და ხაზგასასმელია, რომ გერმანიის დედაქალაქი – ბერლინი ღამის კულტურითა და კლუბური ინდუსტრიით მსოფლიოში მოწინავე ადგილზეა.

„უმეტესობისთვის ეს ბევრად მეტია ვიდრე კლუბი: ეს არის ახალი ეპოქის სიმბოლო თბილისში“ – მუსიკალურმა ონლაინ გამოცემა Resident Advisor-მა „ბასიანი“ კვირის კლუბად დაასახელა