ლოს-ანჯელესში, სერიალის – Euphoria მესამე სეზონის საზეიმო პრემიერა შედგა. სატელევიზიო შოუს ახალი ნაწილის ჩვენება HBO Max-ზე, 12 აპრილს დაიწყება.
ოფიციალური ინფორმაციით, მესამე სეზონი სერიალისთვის ფინალური იქნება. როგორც ცნობილია, მასში პერსონაჟების სკოლის შემდგომ ცხოვრებას ვიხილავთ.
მასშტაბური პროექტის საპრეზენტაციო საღამოს სერიალში მონაწილე მსახიობები თითქმის სრული შემადგენლობით დაესწრნენ.
ყავისფერ, უდაბნოს მოტივებით გაფორმებულ ხალიჩაზე ზენდეია, ჯეიკობ ელორდი, ჰანტერ შაფერი, ალექსა დემი, მოდ აპატოუ და სიდნი სუინი გამოჩნდნენ.
შეგახსენებთ, რომ სერიალის – Euphoria პრემიერა 2019 წელს შედგა. ის საშუალო კლასის ამერიკელი თინეიჯერების ცხოვრების შესახებ მოგვითხრობს. სიუჟეტი ფოკუსირებულია ისეთ საკითხებზე, როგორიცებიცაა: ნარკოდამოკიდებულება, სექსუალური ორიენტაცია, ბულინგი, მენტალური აშლილობები და სხვა. შოუს რეჟისორი, სემ ლევინსონია. სერიალმა ჰოლივუდის ახალი თაობის ზემოხსენებული მსახიობების წარმატება განაპირობა.