მსახიობმა ეკა ანდრონიკაშვილმა „რუსთავი 2“-ის შუადღის ეთერში იმ პრობლემებზე ისაუბრა, რაც განქორწინებას მოჰყვება.
“შვილმა მითხრა, მე, ალბათ, ნევროტიკი გავიზრდებოდიო” – მსახიობი ეკა ანდრონიკაშვილი
? “ჩემს მეუღლეს გავცილდი და წლების მერე ჩემმა შვილმა მითხრა, რომ, ესე რომ არ მომხდარიყო, მე, ალბათ, ნევროტიკი გავიზრდებოდიო” – მსახიობი ეკა ანდრონიკაშვილი
Posted by შუადღე • Shuadge on ორშაბათი, 10 ოქტომბერი, 2022
ეკა ანდრონიკაშვილი:
„შვილს ჯანმრთელი დედა სჭირდება. ბედნიერი და გაღიმებული და არა… იცით, რა არის? ცოტა ფარისევლურად მიმაჩნია, რომ სულ ტრადიციებზე გვაქვს აპელირება, რომ ოჯახი არ უნდა დაინგრეს, იმიტომ რომ ეს ქართული ტრადიცია არ არის… ქართულ ტრადიციაში არ შედიოდა ქალის ცემა, შეურაცხყოფა, მამა იჯდა სახლში სულ და დედაზე ჰქონდა წნეხი – კაცი მიდიოდა, ან ომში იყო ან ნადირობდა თავის დროზე.ე ს ტრადიციაც გავიხსენოთ…
ჩემს მეუღლეს დავცილდი ყველანაირი ძალადობის გარეშე, 11 წელი ვიყავით ერთად, ორივე ხელოვანი, ემოციური ადამიანი, ხდებოდა ხოლმე შეკრინებები ჩვენ შორის და ბოლოს მივხვდი, რომ ეს ჩემზე დამთრგუნველად მოქმედებდა. მივიღე გადაწყვეტილება და ჩვენ დავცილდით ერთმანეთს. წლების შემდეგ ჩემმა უფროსმა შვილმა მითხრა, კიდევ კარგი, რომ ეს მოხდა, იმ მომენტში ერთმანეთს რომ არ დასცილებოდით, მე ნევროტიკი გავიზრდებოდიო. როგორ დამალავ იმას, რომ ოჯახში სულ დაძაბულობაა? ეს შემდეგ თაობაზეც ცუდად მოქმედებს…“