პლასტიკური ქირურგის, კოტე მათითაშვილის მეორე ნახევარი, ეკა ბალანჩივაძე, ჟურნალ „თბილისელებთან“ საუბრობს და საუბრობს, თუ რატომ გადაწყვიტა მისმა მეუღლემ, რომ პლასტიკური ქირურგიისთვის თავი დაენებებინა და ინიექციურ საშუალებებზე ემუშავა და როგორ გაუმკლავდა ალკოჰოლდამოკიდებულებას.
ეკა ბალანჩივაძე:
ეს არ იყო სპონტანურად მიღებული გადაწყვეტილება. კოტეს ჩემს გაცნობამდე ჰქონდა ამასთან დაკავშირებით ფიქრები. არ გრძნობდა თავს კომფორტულად საკუთარ საქმიანობაში. მეც დავინახე, რომ მას აღარ უნდოდა ამ პროფესიაში დარჩენა. ადამიანები ვიცვლებით და შესაძლოა, ჩვენი არჩევანიც შეიცვალოს…
როცა კოტემ გადაწყვიტა სამსახურიდან წამოსვლა, მე ხელი კი არ შევუშალე, პირიქით, ვუბიძგებდი კიდეც, რომ ეს ნაბიჯი გადაედგა. რადგან მისი ფსიქიკისა და ჯანმრთელობისთვის ასე აჯობებდა. ურთულესი გადაწყვეტილება მიიღო. 22 წელი მუშაობდა ამ სფეროში მაგრამ რთული არაფერია, როცა ადამიანი ნიჭიერი ხარ, ორი ხელი და ორი ფეხი გაქვს და გინდა, ცხოვრებაში რაღაც შეცვალო.
ეკა ბალანჩივაძე ასევე აფასებს კოტეს გადაწყვეტილებას, რომ ალკოჰოლისთვის თავი დაენებებინა:
„გამიხარდა, რომ კოტემ ეს გადაწყვეტილება მიიღო და ალკოჰოლს სკეპტიკურად მოეკიდა. ის იყო მისი საყვარელი გამაბრუებელი საშუალება და ეს საქართველოში ასეა ძალიან ბევრისთვის, თუმცა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს არასდროს სვამდა.
ბოლოს ისე მეგობრობდა ალკოჰოლთან, სადმე რომ მივდიოდით სტუმრად, წინასწარ მეტყოდა: მოდი, დავლიოთ და მერე წავიდეთო. ვპასუხობდი: მოდი, იქ მივიდეთ და თუ მოგინდება, დავლიოთ-მეთქი. როცა ალკოჰოლზე დამოკიდებული გახდა, ის ართობდა და ეგონა, თრობის მდგომარეობაში უფრო მარტივად ამყარებდა კომუნიკაციას საზოგადოებასთან, ვკითხე: რეალური კოტე საზოგადოების პრობლემაა-მეთქი? მიხვდა, რომ ეს ასე არ იყო და მე ეს არ უნდა მეფიქრა. გადაწყვიტა, რომ ფხიზელიც მშვენივრად ერთობა, ადამიანებთან კომუნიკაციაც არაჩვეულებრივად გამოსდის და საკუთარი საქმეც.
მე და კოტეს იმდენი რამე გვაქვს გავლილი, ძალიან კარგად შევისწავლეთ ერთმანეთი და მივხვდით, რომ დათმობაზე მაგარი არაფერია“, აღნიშნავს დიზაინერი.