LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეკა ბესელია: „ჩემი შვილი უკვე სახლშია, გავიდა პატიმრობის 5 დღე და დავიბრუნე, მაგრამ არ ვაპირებ შევწყვიტო სამართლებრივი ბრძოლა“

167
ეკა ბესელია

„ჩემი შვილი უკვე სახლშია , გავიდა პატიმრობის 5 დღე და დავიბრუნე“, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში პოლიტიკური პარტია „სამართლიანობისთვის“ ლიდერი, ეკა ბესელია წერს.

მისი თქმით, არ აპირებს შეწყვიტოს სამართლებრივი ბრძოლა, „ვიდრე მოძალადე და სასტიკი პოლიციელები არ დაისჯებიან!“:

„ჩემი შვილი უკვე სახლშია, გავიდა პატიმრობის 5 დღე და დავიბრუნე, მაგრამ არ ვაპირებ შევწყვიტო სამართლებრივი ბრძოლა, ვიდრე მოძალადე და სასტიკი პოლიციელები არ დაისჯებიან! ყველა მათგანის ქმედებას გამოვიძიებ და მეყოფა ძალა სხვისი შვილებიც დავიცვა მათგან! სისტემას კანონის სახელს ამოფარებული მოძალადეები ანგრევენ და აზიანებენ. თუ მე გავჩერდი , სხვა გაჩერდა – ეს უსამართლობა თავისთავად არ სწორდება!“ – წერს ეკა ბესელია სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, რატი მილორავა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით 31 იანვარს დააკავეს, რაც პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს. როგორც ბესელიამ შვილის მონახულების შემდეგ თქვა, მას სხვადასხვა სახის დაზიანებები აღენიშნებოდა.

არსებული ინფორმაციით, რატი მილორავა არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა, რა დროსაც პოლიციის მოთხოვნას არ დაემორჩილა და დააკავეს. შემთხვევა თბილისში, ვაჟა ფშაველას გამზირზე მოხდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g