LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეკა ბესელია Qnet-თან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაციის გამო, სასამართლოს მიმართავს

110

უმრავლესობის დეპუტატი ეკა ბესელია “რუსთავი 2”-ისა და ifact-ის ჟურნალისტების წინააღმდეგ სასამართლოში იჩივლებს.

ბესელიას თქმით, ტელეკომპანიის ეთერში გასული სიუჟეტი, ცილისმწამებლურია და მასზე ცრუ ინფორმაციის გავრცელებას ისახავს მიზნად.

ბესელია უარყოფს, რომ მას და მის ოჯახს Qnet-ის საქმიანობასთან რაიმე კავშირი აქვს და აცხადებს, რომ ეს ჟურნალისტებმაც იცოდნენ.

“ვეხმიანები ტელეკომპანია რუსთავი 2 ის შაბათის კურიერში გასულ სიუჟეტს, სადაც რუსთავი 2 ის ჟურნალისტმა და ifact-ის წარმომადგენელმა გაავრცელა განზრახ ცრუ, ცილისმწამებლური და საზოგადოების შეცდომაში შემყვანი ინფორმაცია. კერძოდ, მე დამაკავშირა კომპანია Qnet-თან და მის საქმიანობასთან რაც არის სრული სუცრუე.

მიუხედავად იმისა, რომ ამის თაობაზე ვაცნობე გადაცემის წამყვან ჟურნალისტს, მან განზრახ გაავრცელა არასწორი ინფორმაცია.

ამ კომპანიასთან არასოდეს მქონია და არ მაქვს არანაირი ურთიერთობა და მოვითხოვ გავრცელებული არასწორი ინფორმაციის გამო, იმსჯელოს ჟურნალისტთა ეთიკის ქარტიამ , რომელსაც მივმართავ ხვალ საჩივრით.

ხოლო შემდგომ, გავრცელებული ცილისმწამებლური ინფორმაციების გამო მივმართავ სასამართლოს რუსთავი 2 და ჟურნალიტთა ჯგუფის ifact ის წინააღმდეგ”, – წერს ეკა ბესელია საკუთარ ოფიციალურ “ფეისბუქ” გვერდზე.

შეგახსენებთ, რუსთავი 2-ზე გუშნ გავიდა სიუჟეტი, სადაც ნათქვამი იყო, რომ QNET, რომელმაც უამრავი მოქალაქე დააზარალა, ეკა ბესელიას და მისი ოჯახის მფლობელობაშია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g