LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეკა ბესელია რთულ მდგომარეობაშია, ხელი უნდა გავუწოდოთ – ირაკლი კობახიძე

144
beseliakobaxize

ჩემი მხრიდან არ იქნება სწორი ეკა ბესელიასთან პოლემიკაში შესვლა, პირიქით, მას სჭირდება თანადგომა, ხელი უნდა გავუწოდოთ, რომ გამოვიდეს მდგომარეობიდან, რომელშიც არის, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ დამოუკიდებელ დეპუტატ ეკა ბესელიასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი შეფასებით, ეკა ბესელია რთულ მდგომარეობაშია. კობახიძის შეფასებით, ემოციურ ფონზე ეკა ბესელია არასწორ განცხადებებს აკეთებს.

„არის ტანდემში „რუსთავი 2“-თან და ეს არის ძალიან მარტივი შეცდომები, რომელიც საზოგადოებისთვის თვალსაჩინოა.

მას თავისი პრიორიტეტები აქვს ცხოვრებაში. ეს არის ძალაუფლება და მან დაკარგა ეს მთავარი, რაც არის მისთვის მნიშვნელოვანი,“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

<
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები