LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეკა ბესელია: „უვიზო მიმოსვლის შეწყვეტა იქნება უმძიმესი, დავბრუნდებით იმ ეპოქაში, როდესაც ვიზების მისაღებად რიგებში ვიდექით“

156
ეკა ბესელია

პარტია „სამართლიანობისთვის“ თავმჯდომარის ეკა ბესელიას განცხადებით, უვიზო მიმოსვლის შეწყვეტის საფრთხე რეალურია და ეს არ არის მხოლოდ მუქარა.

მისი თქმით, თუ ეს მართლა მოხდა, ქვეყნისთვის და მოქალაქეებისთვის უმძიმესი შედეგების მომტანი იქნება. ბესელიას სიტყვებით, „დავბრუნდებით იმ ეპოქაში, როდესაც ვიზების მისაღებად რიგებში ვიდექით“:

„უვიზო მიმოსვლის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება თუ შეჩერდა, რაც უკვე გაისმა და რისი ნიშნებიც უკვე ჩანს და ეს არ არის მხოლოდ მუქარა, ეს არის ის საფრთხე, რომელიც უნდა გააანალიზონ ჩვენმა მოქალაქეებმა, ეს იქნება უმძიმესი შედეგის მომტანი.

მიხაილ როთი: „მე კატეგორიული წინააღმდეგი ვიყავი უვიზო რეჟიმის შეჩერების, მაგრამ პოზიცია შევიცვალე – ამ მთავრობამ უნდა გადაიხადოს ფასი“

გერმანიის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, განცხადებით, „ევროკავშირში ბევრი მთავრობა და არა ყველა, უკვე განიხილავს საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის შეჩერებას“.

თქვენ წარმოიდგინეთ, ქვეყანა, რომელიც დაბრუნდება იმ ეპოქაში, ალბათ ახსოვს ეს ძალიან ბევრ ადამიანს, როდესაც ვიზების მისაღებად რიგებში დიდხანს იდგნენ და ან იღებდნენ ან არა“. – განაცხადა ეკა ბესელიამ. 

თინა ბოკუჩავა: „როგორც სტუმრებმა დაგვიდასტურეს, ევროპულ „ლიდერშიფში“ განიხილება შესაძლებლობა, საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის დროებით შეჩერებაზე“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g