LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეკა ბესელია ყველაზე აქტიური დეპუტატია: “არ გამკვირვებია, ყოველ წელს ვსახელდები, პრიზებიც მაქვს მიღებული”

163
beselia-726x430

“საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ” 2019 წლის განმავლობაში საპარლამენტო საქმიანობაში ყველაზე აქტიურად ჩართულ დეპუტატებს შორის ეკა ბესელია დაასახელა.

დამოუკიდებელი დეპუტატი “ფორტუნასთან” საუბარში აღნიშნავს, რომ მისთვის ეს მოულოდნელი არ ყოფილა. მეტიც, ბესელია ამბობს, რომ გარდა აქტიური დეპუტატის სტატუსისა, რამდენიმე ჯილდოც აქვს მიღებული.

“არ გამკვირვებია თუ გადავხედავთ პარლამენტში ჩემს საქმიანობას. 2013 წლიდან 2018 წლის ჩათვლით ვსახელდებოდი აქტიურ დეპუტატად და მიღებული მაქვს სპეციალური პრიზებიც. როგორც დამოუკიდებელი დეპუტატი ახლა დავსახელდი, ეს ნიშნავს იმას, რომ მე საპარლამენტო ტრიბუნა გამოვიყენე ეფექტურად.

ეს გამოიხატება რეფორმების პროცესებში აქტიური ჩართულობით, საზოგადოების აზრის გამოხატვით და ა.შ. წინა წლებშიც მაღალი აქტიურობით გამოვირჩეოდი. განსხვავება ის არის, რომ ახლა დავსახელდი, როგორც თავისუფალი დეპუტატი, მაშინ უმრავლესობის წევრი ვიყავი” – აცხადებს ეკა ბესელია.

პარტია “სამართლიანობისთვის” ლიდერი აცხადებს, რომ თუ მას მომავალ საპარლამენტო არჩევნებში მანდატი კვლავ ექნება, მართლმსაჯულების რეფორმას ბოლომდე მიიყვანს.

“სამართლიანი გარემო ყველასთვის” –  ეს იქნება მთავრი გზავნილი, რომლის განსახორციელებლად აპირებს ბრძოლას და დასძენს, რომ მოსახლეობის მხარდაჭერის იმედი აქვს.

რაც შეეხება პარლამენტის იმ დეპუტატებს, რომლებიც არასამთავრობო ორგანიზაციამ “მდუმარე დეპუტატებად” დაასახელა, ბესელია ამბობს, რომ მათ პოლიტიკურ ბედს არჩევნებზე ხალხი გადაწყვეტს.

“პირველად ვიღებ მონაწილეობას არჩევნებში დამოუკიდებლად. ახლა ხალხს მივანდოთ არჩევანი. ბევრი ადამიანი დამიჭერს მხარს. თუ მანდატი მექნება მე და ჩემი პარტია შევძლებთ მართლმსაჯულების რეფორმა ბოლომდე მივიყვანოთ. ის დეპუტატები, რომლებიც აქტიურობით არ გამოირჩეოდნენ, მათ მიეცეს თუ არა კიდევ ერთი შანსი, ამასაც ხალხი გადაწყვიტავს, როდესაც პირველ კითხვას დასვამენ –  პარლამენტში ყოფნის დროს ვის რა გაუკეთებია” – აღნიშნა ბესელიამ.

 

ვრცლად იხილეთ:

21 მდუმარე დეპუტატი, რომელსაც 2019 წლის განმავლობაში პარლამენტში ხმა არ ამოუღია

magti 5g