LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეკა ბესელიამ საპარლამენტო უმრავლესობა დატოვა

190
beselia

ეკა ბესელიამ საპარლამენტო უმრავლესობა დატოვა. საგანგებო განცხადება მან რამდენიმე წუთის წინ, ჟურნალისტებთან გააკეთა.

„მივდივარ იმ პოლიტიკური გუნდიდან, რომელიც დავაფუძნე ბიძინა ივანიშვილთან ერთად. მივდივარ იქ, სადაც არის საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა,“ – განაცხადა ბესელიამ.

ეკა ბესელიამ საგანგებო განცხადება გუშინ მას შემდეგ დაანონსა, რომ მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის შეჩერების თაობაზე მომზადებული კანონპროექტი პარლამენტში ჩავარდა.

პარლამენტმა 9 დეპუტატის მიერ ხელმოწერილ „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა. დეპუტატები აღნიშნულ საკითხზე პლენარული სხდომის ფორმატში მთელი დღის განმავლობაში მსჯელობდნენ. კანონპროექტს მხარი დაუჭირა 45 დეპუტატმა, 17 წინააღმდეგ წავიდა. კანონპროექტი სულ 76 დეპუტატის მხარდაჭერას საჭიროებდა.

შეახსენებთ, რომ ინიციატივის თანახმად, ცვლილებები უნდა შევიდეს “საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონში, რომელიც 2024 წლის 31 დეკემბრამდე საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებში მოსამართლეთა უვადოდ გამწესების შეჩერებას ითვალისწინებს.

საკანონმდებლო ინიციატივას პარლამენტის ცხრა წევრი: ეკა ბესელია, გედევან ფოფხაძე, ლევან გოგიჩაიშვილი, ოთარ ჩრდილელი, ალექსანდრე ერქვანია, ზვიად კვაჭანტირაძე, კობა ნარჩემაშვილი, დავით ჭიჭინაძე და ლევან კობერიძეაწერენ ხელს.

საპარლამენტო უმრავლესობის დატოვების შესახებ გუშინვე განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g