LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეკა ბესელიას, გედევან ფოფხაძესა და ვანო ზარდიაშვილს შორის დაპირისპირება მოხდა

195
fofxadze_zardia

ეკა ბესელია, გედევან ფოფხაძე და ვანო ზარდიაშვილი პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.

გედევან ფოფხაძემ და ბესელიამ ვანო ზარდიაშვილს ზონდერი უწოდეს, ასევე გედევან ფოფხაძემ ვანო ზარდიაშვილი “ქართულო ოცნების” მესაფლავედ მოიხსენია.

ვანო ზარდიაშვილმა კოლეგებს საპასუხო ბრალდებები წაუყენა.

“თუ ეკა ბესელია დატოვებს საპარლამენტო მანდატს, მეც დღესვე გადავდგები,” – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა ვანო ზარდიაშვილმა განაცხადა.

ეს განცხადება ვანო ზარდიაშვილმა მას შემდეგ გააკეთა, რაც მას, ეკა ბესელიასა და გედევან ფოფხაძეს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. კომიტეტის სხდომაზე დაპირისპირება ანრი ოხანაშვილის გამოსვლამ გამოიწვია, რომელიც გედევან ფოფხაძის განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ პროცესზე მნიშვნელოვანია პოლიტიკური ინტერესები გვერდზე გადაიწიოს. ამას ფოფხაძის გაღიზიანება მოჰყვა, რის კონტექსტშიც მან სასამართლო „კლანის“ მფარველობაში დეპუტატი ვანო ზარდიაშვილი დაანადაშაულა. ამის შემდეგ ფოფხაძეს ვანო ზარდიაშვილი გამოეხმარა და აღნიშნა, რომ ყველა ის განცხადება, რაც მასზე და მისი ოჯახის წევრებზე კეთდება, სიმართლეს არ შეესაბამება და გედევან ფოფხაძეს კონკრეტული ფაქტებით საუბრისკენ მოუწოდა, რაც შემდგომ პოლიტიკურ კამათში გადაიზარდა.

„15 წელი ვმუშაობ სისტემაში და პატიოსნად ვემსახურები ჩემ ქვეყანას. რა სასამართლო „კლანზე“ და რა გარიგებებზე საუბრობთ, როცა ჩემი ოჯახი, შექმნილი ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, ემიგრაციაშია,” – განაცხადა ვანო ზარდიაშვილმა.

mazda magti 5g