მსახიობი ეკა ჩხეიძე „ფორმულაზე“ ახალ გადაცემას გაუძღვება, რომლის სახელწოდებაა „ყვითელი ყუთი“.
გადაცემის ანონსი ახლახან გავრცელდა. ეკას პირველი სტუმარი მსახიობი, იუმორისტი, მიშა ანდღულაძე იქნება, რომელიც, როგორც ჩანს, გადაცემაში საინტერესო აღიარებებით არის მისული საკუთარი ცხოვრებიდან.
„სიმართლე, ფული და აქამდე უცნობი ისტორიები“, აღნიშნულია პრომოში, რაც მიანიშნებს იმაზე, რომ გადაცემა ია ფარულავას „ფარული კონვერტის“ მსგავსი იქნება, სადაც ყუთში დამალულ საიდუმლოებებს რესპონდენტი თანხის სანაცვლოდ გათქვამს.