მსახიობ ეკა ჩხეიძეს ქორწინებას აიძულდებდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი თავის მოკვლით ემუქრებოდნენ – ინფორმაციას ტელეკომპანია მაესტრო ავრცელებს.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ამის გამო 56 წლის მამაკაცი დააკავა.
როგორც სხდომაზე გახდა ცნობილი დაკავებული 2 წელია, რაც მსახიობ ეკა ჩხეიძეს იცნობს და მას პერიოდულად სტუმრობდა სახლთან, სამსახურთან და სთხოვდა ქორწინებას, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, მას ემუქრებოდა, რომ თავს მოიკლავდა.
ეკა ჩხეიძემ პოლიციას მას შემდეგ მიმართა, რაც მამაკაცმა მისი საცხოვრებელი სახლის სადარბაზოში პნევმატური იარაღიდან გაისროლა და ბრალდებული მას თვითმკვლელობით ემუქრებოდა.
როგორც “ფორტუნას” საქალაქო სასამართლოში განუცხადეს, ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით 3 000-ლარიანი გირაო შეეფარდა, პატიმრობის უზრუნველყოფით.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ქორწინების იძულებას გულისხმობს.
წინასასამართლო სხდომა 31 ოქტომბერს, 11 საათზე დაინიშნა.