LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეკა ხერხეულიძე: ღვიძლის ფუნქცია აქვს არეული, აქვს წნევა, მაგრამ გამოიყურება ნორმალურად, ძალიან უხარია პროცესზე ახლობლებისა და მეგობრების დასწრება

116
ეკა 45

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ეკა ხერხეულიძის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილი აქტიურად ემზადება ხვალინდელი სასამართლო პროცესისთვის.

ამასთან, ხერხეულიძის განცხადებით, სააკაშვილს მიაჩნია, რომ მნიშვნელოვანია, სასამართლო პროცესს თითოეული მედიიდან ერთი  წარმომადგენელი მაინც დაესწროს.

„მიხეილ სააკაშვილი აქტიურად ემზადება ხვალინდელი პროცესისთვის. სააკაშვილს ძალიან უხარია პროცესზე ახლობლებისა და მეგობრების დასწრება, თუმცა მიიჩნევს, რომ ყველა მედიასაშუალებიდან თითო წარმომადგენელს უნდა მიეცეს სხდომათა დარბაზში შესვლის შესაძლებლობა. გასაგებია, რომ ყველა კამერა ვერ შევა. აქ საუბარია მედიის თითო წარმომადგენლებზე, მიუხედავად იმისა, პოზიტიურად აშუქებს მოვლენებს, თუ ნეგატიურად“, – განაცხადა ხერხეულიძემ.

რაც შეეხება ჯანმრთელობის მდგომარეობას, ეკა ხერხეულიძის თქმით, სააკაშვილს შეშუპებები აქვს განახლებული.

„ღვიძლის ფუნქცია აქვს არეული, აქვს წნევა, მაგრამ გამოიყურება ნორმალურად, არის მხნედ, რომ ხვალინდელ პროცესზე შეძლოს წარდგომა. ხვალ მხარდამჭერთა აქცია იგეგმება“, – განაცხადა ხერხეულიძემ.

შეგახსენებთ, ხვალ, 11 სთ-ზე თბილისის საქალაქო სასამართლოში სააკაშვილის მორიგი სასამართლო პროცესი გაიმართება ე.წ. პიჯაკების საქმეზე.

“ფსიქოლოგიურად კარგად არის, იმედიანად ვუყურებ ხვალინდელ პროცესს” – რაზე ესაუბრა ედუარდ სააკაშვილი მამას გორის ჰოსპიტალში

ჩემი მშობლების სახლი დაანგრია წასვლის წინ, რომ ბიბლიოთეკა დაედგა, აი, ასეთი ადამიანია – გიული ალასანია მიხეილ სააკაშვილზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

Dio magti 5g