ეკა ხოფერია აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრად ახლახან დაინიშნა. ტელეჟურნალისტი „ინსტაგრამზე“ აქვეყნებს ფოტოს, რომელიც სოხუმშია გადაღებული. ეკა ამ ფოტოზე დასთან, მარიკასთან ერთად არის გადაღებული. ჟურნალისტი აღნიშნავს, რომ მილოცვებისთვის მადლიერია და ამ თანამდებობაზე მაქსიმუმის გაკეთებას შეეცდება.
„სოხუმი, აფხაზეთი. წელი 1977 ან 78))) ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი. მადლობა ყველას თბილი სიტყვებისთვის, მოლოცვებისთვის. ვეცდები ძლიერ, გავაკეთო მაქსიმუმი ჩემი საყვარელი ხალხისთვის. ფოტოზე მე და ჩემი უფროსი და @khoperiamarika“