LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩემი მთავარი ოცნება, ჰო, ოცნება, ჩემი სამშობლოს დამოუკიდებლობა და მისი ევროპული მომავალი იყო, რადგან ღრმად მწამს, რომ ჩვენ ვართ ევროპული ოჯახის წევრი“ – რას წერს ეკა ხოფერია საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე

592
ეკა ხოფერია

თბილისში, პარლამენტის შენობასთან მეორე დღეა საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

ჟურნალისტი ეკა ხოფერია საკანონმდებლო ორგანოსთან მიმდინარე მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმაურება.

„მთელი ჩემი ცხოვრება სწავლის, შრომის მეტი არაფერი მიკეთებია. შეცდომაც მომსვლია ბევრი, ალბათ.


მაგრამ ჩემი მთავარი ოცნება, ჰო, ოცნება, ჩემი სამშობლოს დამოუკიდებლობა და მისი ევროპული მომავალი იყო , რადგან ღრმად მწამს, რომ ჩვენ ვართ ევროპული ოჯახის წევრი.
ვინ მოგცათ თქვენ უფლება და მანდატი ჩვენს სამშობლოს ეს მომავალი წაართვათ?! რა მოლაპარაკებებს წყვეტთ 2028 წლამდე?

ჰო, იმედია, შეხსენება იმის, მე რომ ნაცი არ ვარ, არაა საჭირო.“ – წერს ეკა ხოფერია სოციალურ ქსელში.

„ჩემი დაბადების დღე, რომელიც ყველაზე მეტად მიყვარს და ყოველ წელს პატარა ბავშვივით ველოდები, გავაუქმე.. პირველად, 25 წლის განმავლობაში არ მაქვს არანაირი სურვილი ჩემი დაბადების დღის“ – ნუცა თოფურია

ნოდიკო ტატიშვილი: ვინც დღეს დუმხართ, ისტორიაში ჩაეწერებით როგორც თქვენი ქვეყნის და ხალხის მოღალატეები!

ოთო ნემსაძე: „საქართველოს ევროპული გზიდან გადაყვანა თუნდაც ერთი წამითაც კი არის ქვეყნის ღალატი! ყველაზე ცუდ სიზმარშიც არ გვაქვს ეს ყველაფერი ნანახი“

ნინი შერმადინი: „ეკლესიაში შეცვენილი სპეცრაზმის კადრებზე ვერაფერს ვამბობ… თითოეულ ჩვენგანს ეკისრება პასუხისმგებლობა – ხმამაღლა ვილაპარაკოთ, გავერთიანდეთ და დავიცვათ ის პრინციპები, რაც ჩვენს ქვეყანას ამაყ და თავისუფალ ქვეყნად აქცევს, საქართველო ჩვენია და ჩვენ გადავწყვეტთ მის მომავალს – ძალადობის გარეშე!“

„არასდროს, არასდროს დანებდე“ – მატილდა გვარლიანი თბილისში განვითარებული მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმაურება

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g