LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დღეს რაც ხდება, პოლიტიკაზე მაღლა დგას, ყველანაირ პროფესიაზე, ან ინტერესებზე.. თუ ვინმეს ჰგონია, რომ დღეს რუსთაველზე დგას რომელიმე პარტიის წარმომადგენელი, სერიოზული პრობლემა აქვს“ – თათია შარანგია

496
თათია შარანგია

დღეს რაც ხდება, პოლიტიკაზე მაღლა დგას, ყველანაირ პროფესიაზე ან ინტერესებზე“, – ამის შესახებ ტელეწამყვანი და პიანისტი თათია შარანგია სოციალურ ქსელ „ინსტრაგრამზე“ წერს.

„ბევრმა იცის, ბოლო დროს როგორ ვცდილობ სტატუსებისგან თავი შევიკავო. ყველას გასაგონად. დღეს რაც ხდება, პოლიტიკაზე მაღლა დგას, ყველანაირ პროფესიაზე, ან ინტერესებზე. თუ ვინმეს ჰგონია, რომ დღეს რუსთაველზე დგას რომელიმე პარტიის წარმომადგენელი, სერიოზული პრობლემა აქვს. არც თავმოყვარეობა აქვს და არც ქართველია. დღეს სამშობლოს ბედი წყდება ქუჩაში! რისთვის იწვალეს ჩვენმა წინაპრებმა, რომ ევროპისკენ სვლას ვწყვეტთ?

იწვალეს და თავი გაწირეს იმისთვის, რომ დღეს ჩვენ ქართველები სწორედ რომ ღირსებით შევსულიყავით ევროპაში და ქართულად ვსაუბრობდეთ. და ჩვენ რას ვეტყვით ჩვენ შვილებს. სად გაიღვიძებენ ჩვენი შვილები, რუსეთში? ვის ებრძვით, ვის? ქართველებს? მომავალ თაობას? ქალებს? ბავშვებს? მედიის წარმომადგენლებს დაერიეთ? გამოდით ხალხო ქუჩაში. აუცილებლად გამოდით, თუ გინდათ ჩვენ შვილებს არ წაართვან მომავალი. და აი, დღეს მიპასუხეთ დღეს ვინ ვის ართმევს ქართველობას?“ – წერს თათია შარანგია სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, რუსთაველის გამზირზე მეორე დღეა აქცია მიმდინარეობს. თბილისში საპროტესტო გამოსვლები მას შემდეგ დაიწყო, რაც პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ 28 ნოემბერს მმართველი გუნდის გადაწყვეტილება გამოაცხადა, რომ საქართველომ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებს ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს.

ნოდიკო ტატიშვილი: ვინც დღეს დუმხართ, ისტორიაში ჩაეწერებით როგორც თქვენი ქვეყნის და ხალხის მოღალატეები!

ოთო ნემსაძე: „საქართველოს ევროპული გზიდან გადაყვანა თუნდაც ერთი წამითაც კი არის ქვეყნის ღალატი! ყველაზე ცუდ სიზმარშიც არ გვაქვს ეს ყველაფერი ნანახი“

ნინი შერმადინი: „ეკლესიაში შეცვენილი სპეცრაზმის კადრებზე ვერაფერს ვამბობ… თითოეულ ჩვენგანს ეკისრება პასუხისმგებლობა – ხმამაღლა ვილაპარაკოთ, გავერთიანდეთ და დავიცვათ ის პრინციპები, რაც ჩვენს ქვეყანას ამაყ და თავისუფალ ქვეყნად აქცევს, საქართველო ჩვენია და ჩვენ გადავწყვეტთ მის მომავალს – ძალადობის გარეშე!“

„არასდროს, არასდროს დანებდე“ – მატილდა გვარლიანი თბილისში განვითარებული მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმაურება

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g