LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეკა კვალიაშვილი: „25 წლის შემდეგ გავაკეთე პირველად ჩემი სოლოკონცერტი. აბა, მანამდე სულ ხელს მიშლიდნენ, სულ შავ სიაში შესული მომღერალი ვიყავი… არავის ეგონა, რომ მე შევძლებდი ამდენი ხანი დგომას და სიმღერას…“

251
eka kvaliaSvili

ეკა კვალიაშვილმა ახლახან , 23 მაისს, თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში, 25-წლიანი პაუზის შემდეგ, სოლოკონცერტი გამართა. მიღებული ემოციების შესახებ ის ჟურნალ „სარკეს“ ესაუბრება (3 ივნისის ნომერი).

ეკა კვალიაშვილი:

„25 წლის შემდეგ გავაკეთე პირველად ჩემი სოლოკონცერტი. აბა, მანამდე სულ ხელს მიშლიდნენ, სულ შავ სიაში შესული მომღერალი ვიყავი. არასდროს მპატიობდნენ არც ნიჭს და არც სამშობლოს სიყვარულს, საბედნიეროდ, გავარღვიე ამდენი სიბოროტისგან შექმნილი ჯებირები…

არავის ეგონა, რომ მე შევძლებდი ამდენი ხანი დგომას და სიმღერას, თან, ხარისხის დადებას. ძალიან ბევრი ჩასაფრებული პოზიციიდანაც იყო კონცერტზე, მაგრამ ჩემდა საბედნიეროდ, მათი იმედები არ გამართლდა…

როცა სცენაზე ვდგავარ, არაფერი მახსოვს სიმღერისა და შემოქმედების გარდა…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g