LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეკა კვესიტაძე: „თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ  წვლილსაც დავინახავ…“

1777
ekakvesitadzenews540

ტელეჟურნალისტი ეკა კვესიტაძე დღევანდელი აცრების სტატისტიკას ეხმაურება და წერს, რომ პირადად ადანაშაულებს ექიმ-ინფექციონისტ გიორგი კანდელაკს, რომელმაც ვაქცინაციის საწინააღმდეგო პოსტი დაწერა:

პატივს ვცემ აცრილსაც და აუცრელსაც, ჩემი აცრის სტატუსს არ ვიტყვი, არავის მივცემ სტიმულს, რომ თავისი გადაწყვეტილება მიიღოს ჩემი მაგალითით: გიორგი კანდელაკი

„დღეს 17 ათასი ადამიანი აიცრა, მაშინ როცა წინა დღეებში აცრამ  25 ათასს გადააჭარბა. თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ  წვლილსაც დავინახავ და ახლა ნუ გამოხვალთ მისი კოლეგები და ნუ შეეცდებით ამ კაცის გამართლებას. ხოლო ვინც მისი დასაცავი სტატუსები დადეთ, ახლა მე მიპასუხეთ, რა ვუპასუხოთ ამ სასოწარკვეთილებაში ჩავარდნილ ქალს?“

ეკა კვესიტაძემ გამოაქვეყნა ერთე-რთი ქალბატონის კომენტარი, სადაც ის აღნიშნავს, რომ გიორგი კანდელაკის სტატუსის წაკითხვის შემდეგ ინანა, რომ 19 წლის შვილს „ფაიზერის“ ერთო დოზა გაუკეთა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები