LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

EKI’S-ი საზაფხულო კოლექციისთვის ემზადება

99

EKI’S-ი მომხმარებელს სხვადასხვა ქსოვილითა და დიზაინით შექმნილ ნაქსოვ შარფებს, ქუდებსა და აქსესუარებს სთავაზობს.

როგორც ”ფორტუნა პლუსთან” საუბრისას დიზაინერმა ეკა თორაძემ აღნიშნა, ამ ეტაპზე საზაფხულო კოლექციის შექმნის პროცესშია და კლინეტებს უახლოეს მომავალში საცურაო კოსტიუმებს, მაისურებს, შემოსაცმელებსა და აქსესუარებს შესთავაზებს.

მისივე ინფორმაციით, ზამთრის სეზონზე საქსოვ მასალად შალს, ზაფხულის სეზონზე კი – ბამბას და ირისს იყენებს. რაც შეეხება აქსესუარებს, სხვადასხვა სახის ქვებით, მეტალითა და ტყავის დეტალებით აფორმებს. როგორც თორაძემ განმარტა , ფასები ძირითად პროდუქციაზე 9 ლარიდან – 29 ლარამდე მერყეობს, (თმის სამაგრი – 9 ლარი, საყურეები – 14 ლარი, ბეჭედი – 9 ლარი, ყელსაბამი – 19 ლარი, სამაჯური -14 ლარი, ქუდი – 19 ლარი და შარფი – 29 ლარი) თუმცა, დამატებით, მაღალფასიანი პროდუქციაც აქვს.

”პროფესიით არ ვარ დიზაინერი, თუმცა ხელნაკეთი ნივთების შექმნა ყოველთვის მიზიდავდა. დაახლოებით ნახევარი წლის წინ შევიძინე საქსოვი დაზგა და შევისწავლე ქსოვის ტექნოლოგია. თავიდან მხოლოდ შარფების ქსოვით დავიწყე, მაგრამ მალევე ახალი იდეები გამიჩნდა და აქსესუარების შექმნაც დავიწყე. მაღაზიის და სახელოსნოს გახსნასაც ვგეგმავ, თუმცა კონკრეტულ დროს ვერ დავასახელებ”, – განაცხადა დიზაინერმა.

Eki’s-ის პროდუქციის შეძენა მომხმარებელს ფეისბუქ გვერდის საშუალებით შეუძლია. ( https://www.facebook.com/Ekis29/ ) შეკვეთის შემდეგ კი სასურველი ნივთს ვაკეში, მოსაშვილის 1 ნომერში უნდა მიაკითხოს, ან კურიერის სერვისით ისარგებლოს. Eki’s-ის გარკვეული პროდუქციის შეძენა ასევე ვ.ბარნობის 45 ნომერში მდებარე მაღაზიაში ”ბუდე” და co.mode+-შია შესაძლებელი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები