LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეკომიგრანტებს ბინის შეძენისთვის თანხას გამოუყოფენ

126

აჭარის მთავრობა ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა თხილვანაში მცხოვრებ 28 ეკომიგრანტ ოჯახს უსაფრთხო საცხოვრისის შეძენის მიზნით 25,000- 25,000 ლარს გამოუყოფს. აღნიშნული გადაწყვეტილება, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში სტიქიური მოვლენების შედეგად მიყენებული ზარალის სალიკვიდაციო შერეული სამთავრობო კომისის 12 აპრილის სხდომაზე მიიღეს.

კომისიის სარეკომენდაციო გადაწყვეტილებით, დახმარება ჯამში სტიქიისა და ხანძრის შედეგად დაზარალებულ 33 ოჯახს გაეწევა, რისთვისაც გამოიყოფა 750 000 ლარი კერძოდ:

  • –  ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა თხილვანაში მცხოვრებ 28 ოჯახზე გაიცემა თითოეულზე 25,000 ლარი უსაფრთხო საცხოვრისის შეძენის მიზნით.
  • –   გეოლოგიურად უსაფრთხო ტერიტორიაზე სახლის მშენებლობისათვის სოფელ ახლაშენში 1 ოჯახს გამოეყოფა 15,000 ლარი.
  • – ხანძრის შედეგად დაზარალებული 4 ოჯახის  დახმარების მიზნით გამოიყოფა 35,000 ლარი.

კომისიის გადაწყვეტილებით, ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობას დაევალა,  დააწესოს მკაცრი კონტროლი  სოფ. ქვედა თხილვანაში მცხოვრებ 28 ოჯახზე გამოყოფილი თანხების მიზნობრივ ხარჯვაზე.

ასევე, კიდევ ერთხელ გააფრთხილეს თხილვანის მოსახლეობა რომ ადგილზე მათი ცხოვრება შეიცავს ყოველდღიურ საფრთხეს და საცხოვრისით გრძელვადიან უზრუნველყოფამდე  შეთავაზებული იქნა ქირის თანხები ტერიტორიის სასწრაფოდ დატოვების მიზნით.

მიმდინარე წელს, აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომ – „ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის“ ფარგლებში, თანადაფინანსებით საცხოვრებელი ფართი შეუძინა 20 ეკომიგრანტ ოჯახს, გახარჯულმა თანხამ შეადგინა 500,913 ლარი.

magti 5g