LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეკონომიკასა და ბიზნესს ღირსება დავუბრუნეთ – ნათია თურნავა

99
131442520-3618386574917642-1944602023132092464-o

„როდესაც ვსაუბრობთ, თუ რა მოუტანა „ქართულმა ოცნებამ“ ეკონომიკასა და ბიზნესს, პირველ რიგში, ესაა თავისუფლება და ღირსების დაბრუნება. ეს ეხება ზოგადად ადამიანებს და რა თქმა უნდა, ბიზნესსა და ბიზნესმენებს, – ამის შესახებ ნათია თურნავამ „პოსტივის“ ეთერში განაცხადა.

ეკონომიკის მინისტრის განმარტებით, თავისუფალი ბიზნესი არის ის პარადიგმა, რომლითაც ბიზნესი საქმიანობს და ვითარდება დემოკრატიულ ქვეყნებში საბაზრო ეკონომიკის დროს.

„ეს თავისუფლება ბიზნესს არ ჰქონდა 2012 წლამდე. უფრო მეტიც, ის იყო ძალიან უხეშად ხელყოფილი. საყოველთაოდ ცნობილია, როგორ იმართებოდა მაშინ ბიზნესი. ბიზნესს არ ჰქონდა არც გადაწყვეტილების მიღების თავისუფლება, არც საკუთარი ქონების განკარგვის და არც განვითარების თავისუფლება და პრაქტიკულად ორი-სამი კაცი, ძალოვანი ელიტა და მისი წარმომადგენლები წყვეტდნენ, ვის მფლობელობაში უნდა ყოფილიყო – იქნებოდა ეს ბანკი, მიწა თუ ლიცენზიის გაცემა და სხვა“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.

მისივე თქმით, საქართველოს ეკონომიკა ბოლო წლებში ლიდერობს ყველა საერთაშორისო რეიტინგში, სადაც საქმე ეხება ბიზნესის თავისუფლებას, მთავრობის გამჭვირვალობას და არაკორუმპირებულობას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g