LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეკონომიკაში მიმდინარე პოზიტიური ტენდენციები მომდევნო თვეებში აისახება უმუშევრობის დონის შემცირებასა და დასაქმების ზრდაზე: ნათია თურნავა

74
ნათია-თურნავა

ეკონომიკის მინისტრი “საქსტატის” მიერ გამოქვეყნებულ მაჩვენებლებს აფასებს, რომლის მიხედვით 2021 წლის მეორე კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 3.8%-ით გაიზარდა და 22.1% შეადგინა.

მინისტრის განმარტებით, პანდემიასთან დაკავშირებული გამოწვევებისა და შეზღუდვების ფონზე უმუშევრობის და სიღარიბის ზრდა გლობალური პრობლემაა და შესაბამისად, ამ მხრივ არც საქართველოა გამონაკლისი.

“2021 წლის მეორე კვარტალში დაფიქსირებული უმუშევრობის ზრდის ტენდენცია უკავშირდება წინა წლის მეორე კვარტალში დაწესებულ შეზღუდვებს. კერძოდ, ის პირები, რომლებმაც შარშან დაკარგეს სამსახური, სტატისტიკურად უმუშევართა სტატისტიკაში მომდევნო პერიოდში აისახნენ. ეს გარემოება, დიდწილად ხსნის მიმდინარე წლის მეორე კვარტალში უმუშევრობის ზრდას…

ჩვენი სახელმწიფო პროგრამები და ის პოლიტიკა, რომელსაც საქართველოს მთავრობა ახორციელებს, ასევე ის პოზიტიური ტენდენციები, რომლებიც ფიქსირდება ეკონომიკაში, უკვე მომდევნო თვეებში აისახება უმუშევრობის დონის მნიშვნელოვან შემცირებასა და დასაქმების ზრდაში. ცალსახად პოზიტიურია ის გარემოება, რომ 2021 წლის მეორე კვარტალში სამუშაო ძალის აქტიურობის დონე 50.3 პროცენტიდან 51.4 პროცენტამდე, ხოლო თავად სამუშაო ძალა 44.1 ათასით გაიზარდა“ – აღნიშნა ნათია თურნავამ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები