LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეკონომიკის მინისტრი ბიზნესს სიფრთხილისკენ მოუწოდებს

91
91969267-3053217834767855-3705964324364222464-o

ნათია თურნავა მოსახლეობასა და ბიზნესს სიფრთხილისკენ მოუწოდებს. ეკონომიკის მინისტრის თქმით, „მოსახლეობის რელაქსირებული მიდგომით“ არ უნდა მოხდეს ეპიდემიოლოგიური მდგომაროების გაუარესება.

„ეკონომიკა იხსნება, ბიზნესი იქოქება, მაგრამ უნდა დავიცვათ სიფრთხილე. იცით, დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ გვაქვს რამდენიმე შემთხვევა ახალი ინფიცირების, სადაც არ იძებნება ჯერჯერობით, წყარო. ეს არის მაინც სიფრთხილისკენ მიმართული მესიჯი. ჩვენ ძალიან უნდა გავუფრთხილდეთ იმ მონაპოვარს, რა მონაპოვარიც არის ეტაპორივი გახსნა ჩვენი ეკონომიკის. იცით, რომ ვემზადებით 15 რიცხვიდან შიდა ტურიზმის გასახსნელად, ვემზადებით, რომ სრული მასშტაბით ამოქმედდეს ყველა ბიზნესი, ყველა საწარმო და განსაკუთრებით მინდა, რომ მოსალეობას, ბიზნესებს, ყველას მოვუწოდო სიფრთხილისკენ, რადგან ეს არის ძალიან მოსაფრთხილებელი რამ. დღეს ჩვენ გვაქვს მართვადი ეპიდემიოლოგიური ვითარება, თუმცა ჩვენი დაუდევრობით, მოსახლეობის რელაქსირებული მიდგომით არ შეიძლება, რომ მოხდეს გართულება. აქედან გამომდინარე, კვლავ ვიყოთ ფრთხილად, დავიცვათ ყველა წესი, დავიცვათ ყველა რეკომენდაცია თუ სავალდებულო წესი, რაც არის კანონით და ჩვენი მედიკოსების მიერ მოწოდებულიი“,- აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

ნათია თურნავამ ისიც დასძინა, რომ ჩვენ შემდგომშიც გეგმაზომიერად, თანდათან ვისწავლით მუშაობას, ცხოვრებას, საქმიანობას, მიუხედავად კოვიდინფექციისა, მიუხედავად პანდემიისა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები