LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეკონომიკის მინისტრი განმარტავს, რატომ არის საპენსიო რეფორმა აუცილებელი

49

40 წლამდე დასაქმებული მოქალაქეებისთვის დაგროვებით საპენსიო სისტემაში ჩართვის სავალდებულოობას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი სისტემის მდგრადობის შენარჩუნების მოტივით ხსნის. გიორგი გახარიას განმარტებით, საპენსიო რეფორმა არის ფუნდამენტური რეფორმა, რომლის განხორციელებაც აუცილებელია საქართველოს ეკონომიკისთვის.

“საპენსიო რეფორმას აქვს უდიდესი სოციალური დატვირთვა. ეს მოდელი იყო არჩეული ყველა იმ რისკების გათვალისწინებით, რომელიც აქვს ჩვენს ქვეყანას როგორც ეკონომიკურად, ასევე დემოგრაფიულად. რაც შეეხება იმას, 40 წლამდე ასაკის მოქალაქეებისთვის რატომ გახდა სავალდებულო სიატემაში ჩართვა, ეს კომპონენტი ჩვენს პირობებში აუცილებელი იყო იმისთვის, რომ გარკვეული მდგრადობა მთლიანად საპენსიო სისტემას შეენარჩუნებინა. ეს არის ძირითადი მოტივაცია, რის გამოც სავალდებულოობის გადაწყვეტილება იქნა მიღებული”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

შეგახსენებთ, 40 წლამდე დასაქმებული მოქალაქეებისთვის დაგროვებით საპენსიო სისტემაში ჩართვა სავალდებულოა. 40 წელს ზევით და თვითდასაქმებული მოქალაქეებისთვის კი ნებაყოფლობითი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g