LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეკონომიკის მინისტრი ქართული წარმოების საშენი მასალების შეძენას გვირჩევს

101
119004997-3337495266340109-2324322139066352892-o

ადგილობრივი წარმოების მხარდაჭერა საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. მხარდაჭერის გამოსახატად, ნათია თურნავა კომპანია „ჯეოსთოუნს“ ესტუმრა.

„ჯეოსთოუნი“ სასარგებლო მინერალებისა და ბუნებრივი ქვების მოპოვების სექტორში ერთ-ერთი წამყვანი, ადგილობრივი კომპანიაა, რომელიც ბუნებრივი ქვის მოპოვებაზე, წარმოებაზე, დამუშავებასა და ტრანსპოტირებაზეა სპეციალიზირებული. კომპანია ასევე ფლობს ბაზალტისა და კირქვის კარიერებს, საიდანაც მაღალი ხარისხის პროდუქციას აწარმოებს.

„მინდა მოვუწოდო ყველას საქართველოში, პირველ რიგში სამშენებლო ბიზნესს, რომ განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ ქართული წარმოების საშენ მასალას, ქართულ მარმარილოს, ბაზალტს, სხვა ქართულ პროდუქციას და შეიძინონ ადგილობრივი მასალა და არა იმპორტირებული. მნიშვნელოვანია, რომ ქართული მარმარილო, რომელიც მოიპოვება ლოპოტაზე და გადამუშავდება კომპანია „ჯეოსთოუნის“ მიერ, არა მხოლოდ ქართულ ბაზარს მიეწოდება, არამედ ექსპორტზე გადის ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა: ავსტრალია და ჩინეთი, სადაც ქართული მარმარილო კონკურენტულია“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.

ცნობისთვის, კომპანია „ჯეოსთოუნში” თითქმის 8 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდა. ამ ეტაპზე დასაქმებულია 24 ადამიანი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g