LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეკონომიკის მინისტრი საპარტნიორო ფონდზე: ეს ფონდი როგორც კაპიტალის მოზიდვის ინსტრუმენტი, ძალიან მნიშვნელოვანია

37
ნათია-თურნავა

ნათია თურნავას განცხადებით, დღეს ქვეყანაში „საპარტნიორო ფონდის“ საჭიროებაა და ეს ფონდი როგორც კაპიტალის მოზიდვის ინსტრუმენტი, ძალიან მნიშვნელოვანია.

კითხვაზე იმის შესახებ, რომ „საპარტნიორო ფონდი“ 2022 წლიდან, სავარაუდოდ, ბიუჯეტიდან დაფინანსდება, ეკონომიკის მინისტრი ამბობს, რომ „საპარტნიორო ფონდის“ რეფორმირებასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტის საბოლოო ვერსიაზე საუბარი ნაადრევია და ეს საკითხი ჯერ განხილვაშია.

„დღეს მსოფლიოში „საპარტნიორო ფონდის“ და მისი მსგავსი სუვერენული ფონდების საჭიროება არსებობს. კოვიდპანდემიიდან გამომდინარე, ბიზნესი, განსაკუთრებით მცირე ბიზნესი, რთულ დღეში ჩავარდა და ძირითადი პრობლემა, რაც სახეზეა და რასაც წარმატებით ვუმკლავდებით სხვადასხვა პროგრამით, ეს არის კაპიტალის ნაკლებობა, ეს არის შემოსავლების და ფულადი სახსრების ნაკლებობა.

ერთი მხრივ მთავრობამ გააფართოვა პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ და ბიზნესს ვაძლევთ საშუალებას, მეტი სესხი მოიზიდონ, ჩვენი თანადაფინანსებული პროცენტით და პრაქტიკულად ძალიან იაფი ფული ჩაასხან თავის განვითარებაში, ახალი სამუშაო ადგილების შექმნაში. თუმცა „საპარტნიორო ფონდი“ როგორც კაპიტალის მოზიდვის ინსტრუმენტი არის ძალიან მნიშვნელოვანი, არა მარტო სესხი, არამედ წყარო კაპიტალის, რითიც ივსება სხვადასხვა კომპანიის, ბიზნესის კაპიტალი, სხვადასხვა განვითარების პროექტები ხდება ბანკებისთვის დაფინანსებადი და ჯანსაღდება მათი ფინანსური მდგომარეობა. ეს არ არის უნიკალური ინსტრუმენტი, სხვადასხვა ქვეყანაში საინვესტიციო სახელმწიფო ფონდები მართლაც მოქმედებენ, განსაკუთრებით დიდია მოთხოვნა პოსტპანდემიურ პერიოდში, როდესაც კომპანიებს სჭირდებათ დამატებითი თანადგომა სახელმწიფოსგან, არა მხოლოდ იაფი სესხის მოზიდვის თვალსაზრისით, არამედ, კაპიტალის გაზრდის თვალსაზრისით. რაც შეეხება დაფინანსების წყაროებს, ბუნებრივია, როდესაც ესა თუ ის ბერკეტი სახელმწიფო ეკონომიკურ პოლიტიკას ემსახურება, ის ძირთადად უნდა ფინანსდებოდეს ბიუჯეტიდან და იყოს ანგარიშვალდებული. მაგრამ მნიშვნელოვანი მიმართულება, ამ რეფორმის ისაა, რომ იწყება „საპარტნიორო ფონდის“ კორპორატიზაცია, ისევე როგორც ბევრი სხვა სტრატეგიული მსხვილი სახელმწიფო საწარმოსი. ეს ნიშნავს უფრო გამჭვირვალე, უფრო საერთაშორისო კორპორატიული სტანდარტების შესაბამის მართვის სტრუქტურას, შესაბამისი პროფესიული ბორდით“,- განაცხადა თურნავამ.

შეგახსენებთ, 2022 წლიდან საპარტნიორო ფონდი, სავარაუდოდ, ბიუჯეტიდან დაფინანსდება. აღნიშნულის შესახებ საუბარია საქართველოს პარლამენტის ბიუროს მიერ დამტკიცებულ საშემოდგომო სესიის საორიენტაციო გეგმაში. როგორც დოკუმენტშია ნათქვამი, „სააქციო საზოგადოება – საპარტნიორო ფონდის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილები უნდა შევიდეს, რაც ,საპარტნიორო ფონდში რეფორმების აუცილებლობით არის განპირობებული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g