დღემდე ჩვენ ვახერხებთ, რომ სერიოზული შეზღუდვების გარეშე ვაკონტროლოთ ვითარება – პარალელურად მთავარია ვაქცინაცია წავახალისოთ, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა განაცხადა.
ნათია თურნავას თქმით, ხვალ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე, რომელიც კოვიდსა და მასთან ბრძოლას ეხება, ბევრ საკითხთან დაკავშირებით იმსჯელებენ.
„ჩვენ ხვალ გვექნება მორიგი უწყებათაშორისი კომისიის სხდომა, რომელიც კოვიდსა და მასთან ბრძოლას ეხება. დღემდე ვახერხებთ, რომ სერიოზული შეზღუდვების გარეშე ვაკონტროლოთ ვითარება. რა თქმა უნდა, მესამე ტალღაა და მესამე ტალღას უფრო მაღალი დადებითობის მახასიათებელი და უფრო მაღალი ინფიცირება ახასიათებს, მაგრამ პარალელურად მთავარია ვაქცინაცია წავახალისოთ“, – აღნიშნა თურნავამ.