LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოსა და ყაზახეთის ეროვნულ ბანკებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

121
ნათია თურნავა

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნათია თურნავა, ყაზახეთში ვიზიტის ფარგლებში, ყაზახეთის ეროვნულ ბანკის პრეზიდენტს ტიმურ სულეიმანოვს შეხვდა.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორი ქვეყნის საბანკო და საფინანსო სისტემების მდგრადობასა და განვითარებასთან დაკავშირებულ საკითხებს და შემდგომი თანამშრომლობის აუცილებლობას, რომელიც შუა დერეფნის ქვეყნებს შორის ფინანსური სექტორის განვითარებას უკავშირდება.

შეხვედრის დასრულების შემდეგ ნათია თურნავამ და ტიმურ სულეიმანოვმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.

შეთანხმების მიხედვით, მხარეები აღიარებენ ორმხრივი თანამშრომლობის გაფართოებისა და გაძლიერების მნიშვნელობას და მხედველობაში იღებენ საერთო მისწრაფებებს უფრო პროდუქტიული და ეფექტური პარტნიორობის შესახებ ინფორმაციის გაცვლის, გამოცდილების გაზიარებისა და ცენტრალური ბანკის სფეროებში საუკეთესო პრაქტიკაზე დაყრდნობით თანამშრომლობისას.

magti 5g