LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეკონომიკის მინისტრი: თუ არ ავაშენეთ ჩვენი გენერაცია, ელექტროენერგიის დიდი დეფიციტი გვექნება

1411deni

ელექტროენერგიის მხრივ საქართველო უფრო ქარის ქვეყანაა, ვიდრე მზის, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა გიორგი ქობულიამ განაცხადა.

ჩვენ ამბიციური გეგმები გვაქვს ქართან დაკავშირებით. რა გრაფიკსაც ხედავთ, ეს არ არის ჩვენი ოცნება ან ნატვრა, ამაზე ინვესტორებს უკვე ხელი აქვთ მოწერილი. თქვენ ნახავთ, რომ 2020 წლიდან ვიწყებთ ქარის სიმძლავრეების შეყვანას. ეს უკვე პრაქტიკულად დაწყებულია. ჩვენ მზის პოტენციალს ვსწავლობთ. ელექტროენერგიის მხრივ საქართველო უფრო ქარის ქვეყანაა, ვიდრე მზის“, – განაცხადა ქობულიამ.

მინისტრმა ელექტროენერგიის გენერაციის ახალი ობიექტების მშენებლობის აუცილებლობაზე დეტალურად ისაუბრა.

ჩვენ თუ არ ავაშენეთ ჩვენი გენერაცია, ელექტროენერგიის დიდი დეფიციტი გვექნება, რომელიც უნდა მოვიტანოთ საიდანღაც. ელექტროენერგიის მოტანა უცხოეთიდან, იმპორტი რომ მოვინდომოთ კიდეც, ფიზიკურად შეუძლებელია. ამიტომ ჩვენ გვინდა, თუ არ გვინდა, გენერაცია უნდა ავაშენოთ, რომ ჩვენმა ეკონომიკამ იქონიოს თავისი ელექტროენერგიის წყარო. ჩვენ გვაქვს შედგენილი კონკრეტული გეგმა, თუ როგორც ვაშენებთ გენერაციის ობიექტებს“, – განაცხადა ქობულიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g