LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მინიმუმ, 1 -1.5 წელი ელექტროენერგიის სექტორში ტარიფების ზრდას არ ველოდებით“ – დავით ნარმანია

118
ნარმანია (8)

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარის დავით ნარმანიას განცხადებით, სემეკმა მოქალაქეებს არასწორად დარიცხული და ასევე, ხანდაზმული დავალიანების სახით გასულ წელს, 1.4 მლნ ლარამდე თანხა ჩამოაწერა.

როგორც სემეკის თავმჯდომარემ მედიაცენტრ „მთავარში“ განაცხადა, მინიმუმ, 1-1.5 წელი ელექტროენერგიის სექტორში ტარიფების ზრდა მოსალოდნელი არ არის.

„არასწორად დარიცხული, ან ზედმეტად დარიცხული, ან ხანდაზმული დავალიანების სახით, კომისიის მიერ, 1.4 მლნ ლარამდე იქნა ჩამოწერილი. კომპენსაცია, მეტწილად, ელექტროენერგიის სექტორში გაიცა, ხოლო ჩამოწერილი თანხებიდან, ხანდაზმული დავალიანებები ჭარბობს. რაც შეეხება ტარიფებს, სამომხმარებლო ტარიფები უკვე დიდი ხანია უცვლელია. მინიმუმ, 1 -1.5 წელი ელექტროენერგიის სექტორში ტარიფების ზრდას არ ველოდებით. ბუნებრივ აირზე კი უფრო ხანგრძლივი პერიოდი გვაქვს დადგენილი“, – განაცხადა ნარმანიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები