LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეკონომიკის მინისტრის მოადგილედ ნათია თურნავა დაინიშნა

159

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილედ ნათია თურნავა დაინიშნა. ის ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში მინისტრის მოადგილის რანგში ენერგეტიკის მიმართულებით იმუშავებს.

ცნობისთვის, 2013 წლიდან დღემდე ნათია თურნავა „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორის მოადგილის პოზიციაზე მუშაობდა. მანამდე იგი 20 წლის განმავლობაში ხელმძღვანელ თანამდებობებს იკავებდა კერძ და საჯარო სექტორებში; იყო უმსხვილესი ქართული კერძო სამრეწველო ჯგუფის (GIG) მმართველი საბჭოს წევრი და ჯგუფის შვილობილი კომპანიის, საქართველოს საერთაშორისო ენერგოკორპორაციის აღმასრულებელი დირექტორი. მისი ხელმძღვანელობით, 2007 წლიდან კორპორაციის გაყიდვები 55%-ით, ელექტროენერგიის გამომუშავება შვიდჯერ და სიმძლავრე თორმეტჯერ გაიზარდა.

მსხვილ კორპორაციებში მუშაობამდე, შვიდი წლის განმავლობაში, ნათია თურნავას ეკონომიკის მინისტრის პირველი მოადგილის პოსტი ეკავა და იმ საერთაშორისოდ აღიარებული რეფორმების დიზაინსა და განხორციელებაში მონაწილეობდა, რომლებმაც საქართველოს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა (2007 წ.) და მსოფლიოს პირველი რეფორმატორის სტატუსი (მსოფლიო ბანკი, 2006 წ.) განაპირობა.

მისი სამუშაო გამოცდილება ასევე მოიცავს, ხელმძღვანელ თანამდებობებს სხვადასხვა საჯარო დაწესებულებაში: საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის სამსახური (1999 წ.), თბილისის საკრებულო (1998-2000 წწ.), სახელმწიფო კანცელარია (1997-1998 წწ.).

ნათია თურნავა ფლობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკურ მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხს (1994 წ.) და მეცნიერ-მუშაკის სამუშაო გამოცდილებას საქართველოს დემოკრატიისა და პოლიტიკის მეცნიერებათა ინსტიტუტში (1994-1996 წწ.). მან გაიარა ჰარვარდისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროფესიული სასწავლო კურსები. იგი დაეუფლა გაერთიანებული სამეფოს კამბრიჯის უნივერსიტეტისა და რობერტ კენედის კოლეჯის (ციურიხი) ერთობლივ სამაგისტრო პროგრამას და ბიზნეს ადმინისტრირების მაგისტრია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g