LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეკონომიკის მინისტრს ახალი მოადგილე ჰყავს

78
BeFunky-collage (1)

გურამ გურამიშვილი, რომელიც მანამდე სს „საქართველოს რკინიგზაში“ სატვირთო გადაზიდვების დირექტორის თანამდებობას იკავებდა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილედ დაინიშნა.

ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, გურამ გურამიშვილს საქართველოს სატრანსპორტო სფეროში საქმიანობის დიდი ხნის გამოცდილება აქვს. ის 1995-2021 წლებში საქმიანობდა სს „საქართველოს რკინიგზაში“ სხვადასხვა საპასუხისმგებლო თანამდებობაზე.

მინისტრის მოადგილეს დამთავრებული აქვს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სატრანსპორტო ფაკულტეტი. მას მინიჭებული აქვს დოქტორის აკადემიური ხარისხი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g