LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეკონომიკის სამინისტრომ მცირე აქციონერთა უფლებების დაცვის მიზნით ორი კანონპროექტი შეიმუშავა

69

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ მცირე აქციონერთა უფლებების დაცვის მიზნით ორი კანონპროექტი შეიმუშავა.

როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა, აღნიშნული კანონპროექტების ამოქმედება გააუმჯობესებს მცირე აქციონერების და მცირე წილის მფლობელთა უფლებებს და დადებითად აისახება საქართველოს ბიზნესის კეთების რეიტინგზე.

”მაგალითად, აღნიშნული კანონპროექტი განსაზღვრავს ისეთ ცნებებს, რომლის დროსაც თუ სააქციო საზოგადოებამ მიიღო მოგების, ან დივიდენდის განაწილების გადაწყვეტილება, ეს მან 9 თვის მანძილზე უნდა გააკეთოს. იმისათვის, რომ ჩვენ დავიცვათ მცირე აქციონერები, ასეთი გადაწყვეტილებების აღსრულება იწერება დროში”, – განაცხადა ქუმსიშვილმა.

მისივე თქმით, ცვლილებები შემოდის ასევე ანგარიშვალდებული კომპანიების წინაშე გამჭვრივალობის მიმართულებით. საუბარია კომპანიებზე, რომლებიც საქართველოს საფონდო ბირჟაზე არიან წარმოდგენილი და ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობენ, მათ გარკვეული დამატებითი ვალდებულები უჩნდებათ გამჭვირვალობის თვალსაზრისით.

აღნიშნული კანონპროექტები მთავრობის სხდომაზე უკვე განიხილეს. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო კი პარლამენტში მათ დაჩქარებულ წესით განხილვას მოითხოვს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g