LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეკონომიკური ატაშეების ნაცვლად, ახალი პოზიცია, დესპანი იქნება შემოღებული – ქობულია

ქობულია

“ეკონომიკური ატაშეების ნაცვლად, ახალი პოზიცია, დესპანი იქნება შემოღებული, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ეკონომიკისა მდგრადი განვითარების მინისტრმა, „ელჩების ფესტივალი 2018“-ზე ჟურნალისტებს განუცხადა.

გიორგი ქობულიას განცხადებით,  დესპანს უფრო მაღალი ლეგიტიმაცია ექნება. მისივე თქმით, საქართველო პატარა ქვეყანაა და არ აქვს რესურსი, საელჩოების პარალელურად ატაშეების მასშტაბური ინსტიტუტები ჰქონდეს.

„ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ატაშეების ნაცვლად, შემოვიტანით ახალი პოზიცია – დესპანი, რომელსაც ექნება უფრო მაღალი ლეგიტიმაცია. ის უფრო კარგად იქნება ინტეგრირებული ჩვენთან, გადავწყვიტეთ, უფრო ეფექტიანი იქნება, რომ ეს ინტეგრირებული იყოს საელჩოების სტრუქტურაში“, – განაცხადა გიორგი ქობულიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები