LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრეზიდენტის ადმინისტრაცია: პრეზიდენტი „ელჩების კონფერენციას“ არ დაესწრო, რადგან მისთვის პროტოკოლის წესით განკუთვნილი ადგილი არ დაუთმეს

176
სალომე-ზურაბიშვილი

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საქართველოს დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელთა ყოველწლიურ შეკრებას, „ელჩების კონფერენცია 2022“-ს არ დაესწრო.

როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განმარტავენ, მიზეზი პროტოკოლური დარღვევა გახდა:

„პრეზიდენტი დღეს დაგეგმილ „ელჩების კონფერენციას“ არ დაესწრო, რადგან პროტოკოლმა პრეზიდენტს მისთვის პროტოკოლის წესით განკუთვნილი ადგილი არ დაუთმო, რაც პროტოკოლური დარღვევა“, – განმარტეს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.

შეგახსენებთ, დღეს „ელჩების კონფერენციაზე“ სიტყვით გამოვიდნენ საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და ასევე პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი.

რატომ არ დაესწრო პრეზიდენტი კონფერენციას – „ფორტუნამ“ კითხვით საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმართა და უწყებისგან ოფიციალურ კომენტარს ელოდება.

რა განცხადებები გაკეთდა კონფერენციაზე, ვრცლად წაიკითხავთ აქ:

საგარეო უწყების მინისტრი: როდესაც წარმატებულ ქვეყნებს კრიზისი აქვთ, საქართველო განაგრძობს განვითარებას

პრემიერი: ყველა ქვეყნის სუვერენიტეტს პატივს ვცემთ, მაგრამ ყველაზე მეტად გვიყვარს ჩვენი ქვეყანა, ყველას ვალდებულებაა, ჯერ ჩვენი ინტერესების დაცვა

პრემიერი: წელი გამოირჩეოდა ძალიან მნიშვნელოვანი, დადებითი მოვლენით და ეს არის ქვეყნის წარმატება ევროინტეგრაციის გზაზე

“მინდა აღვნიშნო ერთ-ერთი სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტის დაწყება, ეს არის ქართული ინიციატივა – შავი ზღვის ელექტროკაბელის პროექტი” – ირაკლი ღარიბაშვილი

“ჩვენი პატარა, მაგრამ ძლიერი სახელმწიფო ინარჩუნებს: მშვიდობას, კეთილდღეობას და ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას” – ღარიბაშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები