LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრემიერი: ყველა ქვეყნის სუვერენიტეტს პატივს ვცემთ, მაგრამ ყველაზე მეტად გვიყვარს ჩვენი ქვეყანა, ყველას ვალდებულებაა, ჯერ ჩვენი ინტერესების დაცვა

169
ირაკლი-ღარიბაშვილი

„ჩვენი მთავარი ამოცანა, ჩვენი საკუთარი ეროვნული ინტერესების დაცვაა“, – ამის შესახებ პრემიერ მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ელჩების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილმა უკრაინაზე საუბრის დროს აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება ყველა ქვეყნის სუვერენიტეტს პატივს სცემს, თუმცა მთავარი ვალდებულება ჯერ საკუთარი ქვეყნის ინტერესების დაცვაა:

„ჩვენთვის არ იყო სასიამოვნო, პირდაპირ ვთქვათ, იმ განცხადებების მოსმენა, რომლებსაც ვისმენთ უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან, თუმცა აქვე მინდა, აღვნიშნო, რომ ვინაიდან ქვეყანა, მათი მთავრობა და ხალხი არის ომში, ამიტომ ჩვენ ამ თემაზე არ გვსურს ზედმეტი განცხადებების გაკეთება, ამ თემის კომენტირება. მინდა, ერთი რამ ვთქვა, რომ ჩვენი მთავარი ამოცანა არის, ჩვენი საკუთარი ეროვნული ინტერესების დაცვა.

მე არაერთხელ მითქვამს და ჩვენ ეს ჩვენი პოლიტიკით, ჩვენი ქმედებით დავადასტურეთ, რომ ჩვენ, ბუნებრივია, ყველა ქვეყნის სუვერენიტეტს პატივს ვცემთ, ყველა ქვეყანას პატივს ვცემთ, მაგრამ ყველაზე მეტად გვიყვარს ჩვენი ქვეყანა. შესაბამისად, ჩვენი, ყველას მთავარი ვალდებულება არის, ჯერ ჩვენი ქვეყნის ინტერესების დაცვა.

ბუნებრივია, ამ დიდ საქმეში თქვენი, ელჩების როლი არის განსაკუთრებული, რათა სწორად მივიტანოთ დედაქალაქებში ჩვენი სათქმელი, სწორად წარმოვაჩინოთ საკუთარი ქვეყნის ინტერესები და სწორად, ეფექტიანად გავუმკლავდეთ იმ დეზინფორმაციულ კამპანიას, რომელიც მოედინება არამხოლოდ სამწუხაროდ ჩვენი ქვეყნიდან, არამედ სხვა ქვეყნებიდანაც. ჩვენ კარგად გვესმის, რომ ეს არის ორკესტრირებული შეტევა ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებზე. ამიტომ ამ შეტევას, დეზინფორმაციას სჭირდება ეფექტური საპასუხო მოქმედებები“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g