საგარეო საქმეთა მინისტრის ილია დარჩიაშვილის განცხადებით, 2022 წელს გლობალური გამოწვევების დროს საქართველოს დიპლომატიამ მაღალი პროფესიონალიზმი გამოიჩინა.
როგორც მან ელჩების კონფერენციაზე აღნიშნა, ამ წარმატებაში დიდი როლი ხელისუფლების სხვადასხვა შტოებსა და სახელმწიფო უწყებებს შორის კოორდინირებულმა ქმედებებმა, ასევე, მმართველი გუნდის საპარლამენტო და აღმასრულებელი ხელისუფლების თანმიმდევრულმა პოლიტიკურმა ნაბიჯებმა შეასრულა.
ილია დარჩიაშვილმა ამ კუთხით, ხაზი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილს როლს გაუსვა.
"ჩვენი პატარა, მაგრამ ძლიერი სახელმწიფო ინარჩუნებს: მშვიდობას, კეთილდღეობას და ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას" - ღარიბაშვილი
"ჩვენი გონივრული, თანმიმდევრული პოლიტიკის შედეგად, დღეს ქვეყანაში გვაქვს არათუ მშვიდობა და სტაბილურობა, არამედ ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, მაშინ, როცა ყველას კარგად მოგეხსენებათ, რომ ევროპაში რთული ვითარებაა".
„ამ კუთხით განსაკუთრებით გამოვყოფ პირადად პრემიერ-მინისტრის როლს, რომლის ლიდერობითაც ამ რთულ პირობებში სამთავრობო გუნდმა წარმატებით შეძლო ქვეყნის ინტერესების შესაბამისად გარე საფრთხეებთან გამკლავება. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, 2022 წელს ქვეყანამ დაამტკიცა, რომ მის სახელმწიფო ინსტიტუტებს შესწევთ უნარი წარმატებით გაუმკლავდნენ გამოწვევებს“, – თქვა ილია დარჩიაშვილმა.
მინისტრმა ასევე გაიმეორე, პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ მთავრობის ადმინისტრაციაში გაჟღერებული ინფორმაცია საქართველოს ეკონომიკურ ზრდასთან დაკავშირებით.
„ბატონი პრემიერის და მისი გუნდის როლი თვალსაჩინოა კიდევ ერთი მიმართულებით. ფაქტია, რომ დღეს, როდესაც უაღრესად ნეგატიურმა განვითარებამ ჩვენ გარშემო ბევრი ქვეყანა, მათ შორის ძლიერი, წარმატებული და განვითარებული ქვეყნები რთულ მდგომარეობაში ჩააყენა.
ზოგიერთ მათგანს ეკონომიკური და ენერგეტიკულ კრიზისთან ბრძოლა უწევს, საქართველომ არამხოლოდ შეინარჩუნა მდგრადობა, არამედ სწრაფი ტემპებით განაგრძობს განვითარებას, რისი დასტურიც არის ბოლო ორი წლის განმავლობაში ქვეყნის ეკონომიკის 10 პროცენტიანი ზრდა.“ – აღნიშნა მინისტრმა.
მანვე კონფერენციაზე ისაუბრა გასული წლის განმავლობაში ევროინტეგრაციის გზაზე გადადგმულ ნაბიჯებზე – საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭებაზე და ომის დროს უკრაინის მხარდაჭერაზე.