LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ეკონომიკური მდგომარეობა უნდა გაუმჯობესდეს, რათა ქვეყნიდან წასული მოქალაქეები უკან დაბრუნდნენ” – ლევან ვეფხვაძე

147
1559123540-ლევან-ვეფხვაძე

„ბიზნესმა ხელფასები 20%-ით გაზარდა, მაგრამ კადრებს მაინც ვერ პოულობს“,- ამის შესახებ „საქართველოს ბიზნეს ასოციაციის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ლევან ვეფხვაძემ განაცხადა.

ვეფხვაძის თქმით, მიუხედავად გაზრდილი სახელფასო ფონდისა, კომპანიებში კვალიფიციური კადრების პოვნა მაინც ჭირს. მისივე განცხადებით, კერძო სექტორს ხელფასების მეტად გაზრდის საშუალება არ აქვს. სამუშაო ძალის დეფიციტის მთავარ მიზეზად კი ლევან ვეფხვაძე მიგრაციას ასახელებს.

„შეგვიძლია ხელფასები გავაათმაგოთ, მაგრამ ეს საბოლოოდ პროდუქციის ფასზე აისახება. ჩვენი ეკონომიკა იმ მოცულობის არ არის, რომ ფასების მკვეთრი ზრდა აიტანოს. ვფიქრობ, პირველ რიგში, ეკონომიკური მდგომარეობა უნდა გაუმჯობესდეს, რათა ქვეყნიდან წასული მოქალაქეები უკან დაბრუნდნენ. თუ მშპ დღეს არსებული ზრდის ტემპით გაიზრდება, დარწმუნებული ვარ, ევროპაში წასული მოქალაქეები, რომლებსაც, შესაძლოა, იქაური ხელფასიც არ მოსწონდეთ, უკან დაბრუნდებიან და სამუშაო ძალის დეფიციტიც აღმოიფხვრება“, – აცხადებს ლევან ვეფხვაძე bm.ge-სთან საუბრისას.

ცნობისთვის, 2022 წლის III კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 16.5 პროცენტით (226.5 ლარით) გაიზარდა და 1 595 ლარი შეადგინა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2022 წლის III კვარტალში ქალების საშუალო ხელფასი 1 265.6 ლარით, ხოლო კაცების – 1 904.8 ლარით განისაზღვრა.

 

წყარო: BM.GE

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები