LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

EKOSI მომხმარებელს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულისთვის ულამაზეს და გამორჩეულ მაგიდის გადასაფარებლებს სთავაზობს

174
ipiccy_image

ქართულმა ბრენდმა EKOSI-მ სააღდგომო სამზადისი უკვე რამდენიმე კვირაა დაიწყო. ბრენდი ერთგულ მომხმარებელს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულისთვის ულამაზეს და გამორჩეულ მაგიდის გადასაფარებლებს სთავაზობს. როგორც EKOSI-ს დამფუძნებელი, ეკა მოდებაძე ამბობს, ამ სააღდგომო პერიოდმა ძალიან ბევრი მომხმარებელი შესძინა EKOSI-ს.

„მადლობა თითოეულს ასეთი დადებითი შეფასებისთვის და ერთგულებისთვის“, – ამბობს ეკა მოდებაძე.

ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ ქართულმა ბრენდმა EKOSI-მ ქართული ბაზრის გარდა, პოლონეთშიც დიდი მოწონება დაიმსახურა. საქმე ისაა, რომ პოლონეთში, ქალაქ ცზესტოჩოვაში EKOSI-ს გამოფენა-გაყიდვა გაიმართა. როგორც ქართული ბრენდის დამფუძნებელი ეკა მოდებაძე ამბობს, EKOSI-ის წარმოებულმა მაგიდის ახალმა გადასაფარებლებმა როგორც ქართველების, ისე უცხოელების მხრიდან დიდი დაინტერესება გამოიწვია და შესაბამისად, გაყიდვების მაღალი მაჩვენებელიც დაფიქსირდა. აღსანიშნავია, რომ ახალი გადასაფარებლები გაფორმებულია ქართული ორნამენტებით, გარდა ამისა, მათზე აღბეჭდილია საქართველოს ყველა კუთხის ნაციონალური სამოსი.

შეგახსენებთ, EKOSI-მ საქმიანობა 2020 წელს დაიწყო და მისი დამფუძნებელი, ქართველი ხელოვანი, ანსამბლ „რუსთავი”-ს მსახიობ-მოცეკვავე ეკა მოდებაძეა.

EKOSI-ს შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, ან ნამუშევრების სანახავად, ეწვიეთ კომპანიის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g