LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეკოტურისტული ინფრასტრუქტურა ჩანჩქერზე – ოკაცეს კანიონი გაფართოვდა

1448
okace

ოკაცეს ჩანჩქერის ბუნების ძეგლზე მოწყობილი ახალი ეკოტურისტული ინფრასტრუქტურა ამ ულამაზეს კუთხეში ტურისტების რაოდენობას მინიმუმ გაასამმაგებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ სოფელ სოფელ კინჩხაში განაცხადა, სადაც ახლად აშენებული ვიზიტორთა ცენტრი და ტურისტული ინფრასტრუქტურა დაათვალიერა.

ბუნების ძეგლზე, დაცული ტერიტორიების სააგენტოს ორგანიზებით, ვიზიტორთა ცენტრის გარდა, მოეწყო ბილიკები და გადასახედი პლატფორმები, რაც ბუნების ძეგლის დათვალიერებას მეტად უსაფრთხოს და კომფორტულს ხდის. ინფრასტრუქტურული პროექტი ბიუჯეტიდან 1 100 000 ლარით დაფინანსდა.

„ჩვენ გავაფართოვეთ ოკაცეს კანიონის პროექტი, რომელიც ტურისტებში ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს. დარწმუნებული ვარ, სოფელ კინჩხაში მოწყობილი ახალი ეკოტურისტული ინფრასტრუქტურის მეშვეობით, მინიმუმ გავასამმაგებთ ტურისტების რაოდენობას ამ ულამაზეს კუთხეში”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g