საქართველო ეკოტურიზმის მსოფლიო რეიტინგის მიხედვით, რეგიონის ქვეყნებიდან მხოლოდ აზერბაიჯანს უსწრებს.
აღსანიშნავია, რომ ეკოტურიზმის მსოფლიო რეიტინგში – Global Wildlife Travel Index ჩვენ 94-ე ადგილზე ვიმყოფებით, აზერბაიჯანი კი -101-ე ადგილზეა. რაც შეეხება რეგიონის დანარჩენ ქვეყნებს – თურქეთი 54-ე პოზიციაზეა,სომხეთი კი 83-ე ადგილზე.
ცნობისთვის, რეიტინგში სულ 107 ქვეყანაა. ეკოტურიზმის მსოფლიო რეიტინგის მიხედვით, პირველ ადგილზე ფინეთი იმყოფება, მეორეზე -შვედეთი, მესამეზე- ბრაზილია. ტოპ ხუთეულში არიან – კანადა და აშშ-ც.
ეკოტურიზმის მსოფლიო რეიტინგის შედგენისას მკვლევარებმა ქვეყნების დაცული ტერიტორიები, ტყის მასივის მოცულობა, ფლორისა და ფაუნის ნაირსახეობები და გარემოს კეთილდღეობა და მდგრადობა გაითვალისწინეს.