LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჟურნალი TIME მსოფლიოს საუკეთესო კომპანიების უახლეს რეიტინგს აქვეყნებს

197
time

ჟურნალმა TIME-მა საბაზრო და სამომხმარებლო მონაცემების წამყვან ანალიტიკურ პლატფორმასთან Statista-სთან თანამშრომლობით მსოფლიოს საუკეთესო კომპანიების უახლესი რეიტინგი გამოაქვეყნა.

კვლევა იმ 750 კომპანიას შეეხო, რომლებმაც ანალიტიკოსების აზრით მსოფლიო შეცვალეს.

მკვლევრებმა რეიტინგი სამი ძირითადი პარამეტრის გამოყენებით შეადგინეს, ესენია: შემოსავლების ზრდა, თანამშრომლების კმაყოფილება და გარემოს დაცვითი, სოციალური პასუხისმგებლობისა და კორპორაციული მართვის (ESG) სტრატეგია.

ტრადიციულად, საუკეთესო კომპანიების რეიტინგის მოწინავე პოზიციებზე ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტები მოხვდნენ, კერძოდ, Microsoft, Apple, Alphabet, Meta.

საინტერესოა, რომ წელს ათეულში შებიჯება რამდენიმე ევროპულმა კომპანიაც მოახერხა. რეიტინგში მათი დაწინაურება მაღალმა სოციალურმა პასუხისმგებლობამ განაპირობა. ეს კომპანიებია Accenture (ირლანდია), Electricite de France (საფრანგეთი), BMW Group (გერმანია).

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები