ხილში დამალული ნარკოტიკი – ნარკორეალიზატორების ეს ხრიკი უცხო არ არის სამართალდამცველებისთვის.
სწორედ ასეთი ფაქტი გამოავლინა სულ ახლახან ეკვადორის პოლიციამ.
სამართალდამცველებმა ბანანით დატვირთულ ყუთებში 805 შეკვრა კოკაინი იპოვა. ტვირთი რუსეთისა და ბელგიისთვის იყო განკუთვნილი.
ინფორმაციას მედიასაშუალება Ecuavisa ქალაქ გუიაკილის ადმინისტრაციის წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. სწორედ ამ ქალაქის პორტში აღმოაჩინეს სამართალდამცველებმა ნარკოტიკული საშუალება, რომლის ღირებულებაც რამდენიმე მილიონი დოლარია.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ეკვადორის პოლიცია ბანანით დატვირთულ კონტეინერებში ნარკოტიკულ საშუალებებს პოულობს.
მსგავსი შემთხვევა მაისის დასაწყისშიც მოხდა. სამართალდამცველებმა 2,14 ტონა ნარკოტიკი აღმოაჩინეს ბანანის პარტიაში,რომელიც რუსეთსა და ნიდერლანდებში უნდა გაეგზავნათ.