31 აგვისტოს ეროვნული ბიბლიოთეკის მოძრაობა ეკვილიბრიუმი მარნეულს ეწვია და ამ მუნიციპალიტეტის სამ სოფელში – ხოჯორნში, დიოკნისში, დაშტაფაში ახალი წიგნები ჩაიტანა.
ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა გიორგი კეკელიძემ მოსწავლეებთან შეხვედრები გამართა.
ეროვნული ბიბლიოთეკის მოძრაობა ეკვილიბრიუმი აგრძელებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში არსებული ბიბლიოთეკების მხარდაჭერას, მათი ფონდების განახლებას უახლესი ლიტერატურით.