LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

”ელ-ჯი” წინდების ფაბრიკას ხსნის

373

სამკერვალო ფაბრიკა ”ელ-ჯი” წინდების ფაბრიკას ხსნის. როგორც  ”ფორტუნას” კომპანიის დამფუძნებელმა, დირექტორმა ლაურა ღაჭავამ განუცხადა, ფაბრიკის შენობის მშენებლობა უკვე დასრულებულია, ამჟამად კი მისი ტექნიკურად აღჭურვის პროცესი მიმდინარეობს.

მისივე ინფორმაციით, ”ელ-ჯი” ცნობილ იტალიურ ბრენდთან Calzedonia-სთან მოლაპარაკებებს აწარმოებს.

”რამდენიმე დღეში იტალიაში მივემგზავრები. უკვე დიდი ხანია, რაც ცნობილი იტალიური წინდებისა და კოლგოტების მწარმოებელ ბრენდთან მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ. Calzedonia-სგან ვყიდულობთ თანამედროვე, უახლეს დანადგარებს, რომლებსაც ჩამოვიტანთ და ჩვენს ფაბრიკაში დავამონტაჟებთ”, – აღნიშნა ღაჭავამ.

როგორც კომპანიის დამფუძნებელმა განმარტა, თუ Calzedonia-სგან თანხმობა მიიღეს, საქართველოში წარმოებულ წინდებს, ამ ბრენდის სახელს დააწერენ. მისივე თქმით, ”ელ-ჯიმ” წინდებზე შეკვეთები უკვე მიიღო ჰონგკონგიდან და გერმანიისგან.

ღაჭავას ინფორმაციით, ახალი ფაბრიკა მუშაობას აპრილიდან დაიწყებს და იქ 50 ადამიანი დასაქმდება.

სამკერვალო ფაბრიკამ საქმიანობა 2011 წლის იანვრიდან დაიწყო. აღნიშნული ბიზნესი თანამედროვე სამკერვალო წარმოების სისტემა და საერთაშორისო გამოცდილებას ემყარება. ფაბრიკა ცნობილი იაპონური ფირმების “JUKI INTERNATIONAL” და “TAJIMAL  INDUSTRIELS  LTD”-ს მიერ წარმოებული უახლესი მანქანა-დანადგარებითაა აღჭურვილი. აქ ტანსაცმლის მოდელების კონსტრუირება, თარგების გამრავლება-ჩახაზვა ამერიკული წარმოების “გერბერი”-ს სისტემის მაღალტექნოლოგიური დანადგარებით ხორციელდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები