LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ელდარი ძიას გარდაცვალებით წავიდა ნატო ვაჩნაძის ცხოვრების უკანასკნელი მემატიანე! მიუვა იქ თავის დედიკოს…“ – ლევან თაქთაქიშვილი ელდარ შენგელაიაზე

468
ელდარ შენგელაია

კინორეჟისორ ელდარ შენგელაიას, რომელიც 4 აგვისტოს 92 წლის ასაკში გარდაიცვალა, საზოგადოება ემშვიდობება.

ელდარ შენგელაიას სამოქალაქო პანაშვიდი სიონის საკათედრო ტაძარში 7 აგვისტოს გაიმართება

ელდარ შენგელაიას შესახებ სოციალურ ქსელში წერს ეროვ­ნუ­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კის სა­ბიბ­ლი­ო­თე­კო რე­სურ­სე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის დი­რექ­ტო­რი, ლევან თაქთაქიშვილი და არქივიდან დედა-შვილის, ნატო ვაჩნაძისა და ელდარ შენგელაიას ფოტოს აქვეყნებს.

„ძია ელდარი!

უკანასკნელი მოჰიკანი! ყველა თავის გვერდზე დებს თავისთან გადაღებულ მის სურათს, მე კი თავის საყვარელ და ულამაზეს დედასთან გადაღებულ სურათს დავდებ!

ელდარი ძიას გარდაცვალებით წავიდა ნატო ვაჩნაძის ცხოვრების უკანასკნელი მემატიანე!

მიუვა იქ თავის დედიკოს და მეორე დღესვე მოძებნის 2 რეზოს: ჭეიშვილს და გაბრიაძეს – აბა სცენარზე დავიწყოთ მუშაობაო!“ – წერს ლევან თაქთაქიშვილი სოციალურ ქსელში.

„მამა-შვილების ნიკოლოზ, ელდარ და გიორგი შენგელაიების საუკუნოვანი კინოამბავი დასრულდა… მისი წასვლა ერთი დიდი ხელოვანის გარდაცვალება კი არ არის მხოლოდ, არამედ დიდი ნიჭიერების, მრავალმხრივობის, შთაგონების, აღმაფრენის, სიყვარულის კვანძის შეკვრაა…“ – რას წერს დიმიტრი ხვთისიაშვილი ელდარ შენგელაიას შესახებ

ძია ელდარი! უკანასკნელი მოჰიკანი! ყველა თავის გვერდზე დებს თავისთან გადაღებულ მის სურათს , მე კი თავის საყვარელ და…

Posted by Levan Taktakishvili on ორშაბათი, 04 აგვისტო, 2025

„დიდხანს იცოცხლებს ელდარ შენგელაია…ზემოდანაც გადმოგვხედავს და დაიძახებს, ჩიტი-გვრიტი მოფრინავდა, ჰოუ რანინა“ – სანდრო ელოშვილის ემოციური პოსტი ლეგენდარულ რეჟისორზე

„ელდარი… მთელი ქვეყნის უდიდესი დანაკარგი… ახლა მოხდა ისე, რომ ის წავიდა და მე დავრჩი, ამიტომაც ვალდებული ვარ თან გავაყოლო სიტყვები, რომლებიც მას ეკუთვნის ჩემგან…“ – რას წერს ლანა ღოღობერიძე ელდარ შენგელაიას შესახებ

„მადლობა ყველა იმ თეთრი ვარდისთვის რომელიც მიგქონდათ კიტას საფლავზე: „ელენიკოსთან ისე არ მივალ კიტასთან რომ არ გამოვიაროო…“ – რას იხსენებს ნიკოლოზ წულუკიძე ელდარ შენგელაიას შესახებ

„იქ აუცილებლად იქნება კინო, აქ კი მისი დატოვებული არაჩვეულებრივი გამოფენა ….“ – როგორ ეხმაურებიან ცნობილი სახეები უდიდესი კინორეჟისორის, ელდარ შენგელაიას გარდაცვალებას

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g